სოჭი 2014: სოჭი კანადელების იქნება

AutoSharing Option
ანალიტიკურმა კომპანია Infostrada Sports-მა, რომელიც სპორტული სტატისტიკით არის დაკავებული, გამოაქვეყნა პროგნოზი სოჭის 2014 წლის ოლიმპიური თამაშებისთვის.

ამ პროგნოზის თანახმად, ზამთრის თამაშებზე მედლების ჩათვლაში პირველობას კანადის ნაკრებს უწინასწარმეტყველებენ. ამ გუნდმა 2010 წელს, ვანკუვერის თამაშებზე პირველი ადგილი დაიკავა. ანალიტიკოსთა აზრით, კანადა სოჭში გააუმჯობესებს ვანკუვერის შედეგებს (14 ოქრო, 7 ვერცხლი და 5 ბრინჯაო) და მოიგებს 17 ოქროს, ექვს ვერცხლსა და 9 ბრინჯაოს.

მედლების ჩათვლაში მეორე ადგილს უწინასწარმეტყველებენ ნორვეგიას - 14 ოქროს მედალს. ანალიტიკოსებმა მესამე ადგილზე დააყენეს ამერიკის შეერთებული შტატები (10 ოქრო).

Infostrada Sports-მა
რვა პირველი ადგილი მისცა ავსტრიის ნაკრებს და ის მეოთხე პოზიციაზე იქნება გუნდურ ჩათვლაში. შვიდ-შვიდი ოქროს მედალი უნდა მოიპოვონ გერმანიამ და მასპინძელმა რუსეთმა, ოღონდ გერმანელები რუსებს მედლების საერთო რაოდენობით გაასწრებენ.

პროგნოზის შედგენისას Infostrada Sports-მა გაითვალისწინა შედეგები, რომელიც სპორტსმენებმა ვანკუვერის ოლიმპიადის შემდეგ დააფიქსირეს. ამასთან, პროგნოზი რეგულარულად ახლდება და წარმოდგენას გვიქმნის იმის შესახებ, თუ როგორ დასრულდება სოჭის ზამთრის თამაშები, ახლა რომ იღებდეს სტარტს.

სოჭში ზამთრის ოლიმპიადა 2014 წელს, 7-23 თებერვალს ჩატარდება.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:
სოჭის ოლიმპიადაზე უსაფრთხოებას რობოტები უზრუნველყოფენ
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული