ივა წიკლაური - ფრირაიდის გზის გამკვლევი საქართველოში

AutoSharing Option
უკრაინის საერთაშორისო ფრირაიდ-შეჯიბრება (გაუკვალავ ადგილებში ასპარეზობა) "ბორჟავა სნოუ ფესტი", ამ დღეებში კარპატებში, გემბის მთის ფერდობზე გაიმართა სხვადასხვა ქვეყნის 60-მდე ფრირაიდერ მოთხილამურეს მონაწილეობით.

ამ უაღღესად ექსტრემალურ სპორტის სახეობაში შედეგებს კომპეტენტური ჟიური აფასებდა 10 ბალიანი სისტემით. კრიტერიუმებში შედიოდა ამორჩეული მარშრუტის სირთულე, დაშვების ესთეტიურობა, სისწრაფე, შეუჩერებლად და დაუცემლად სრიალი, ნახტომები და ილეთები, დაშვების კონტროლი, ჟიურის საერთო შთაბეჭდილება.

საქართველოს წარმომადგენელმა, 20 წლის ივა წიკლაურმა ყველა კატეგორიაში უმაღლესი შეფასება (განსაკუთრებით ილეთებში) დაიმსახურა - საერთო ჯამში კი 185 ქულა მოაგროვა და 35 ქულით გაუსწრო მეორე პრიზიორს.

ივა წიკლაური დაიბადა თბილისში (წარმოშობით გუდაურიდანაა), თხილამურზე 4 წლისა დადგა, 17 წლისამ ფრირაიდში დაიწყო მეცადინეობა და არაერთ წარმატებას მიაღწია შინ თუ საერთაშორისო სარბიელზე.

ივა წიკლაური "რედ ბულის" პირველი ბრენდირებული ათლეტია კავკასიაში.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული