გუდაური სნოუბორდში საერთაშორისო ტურნირს მასპინძლობს

AutoSharing Option
18 და 19 თებერვალს გუდაურში FIS-ის (International Sky Federation) ეგიდით სნოუბორდერების საერთაშორისო ტურნირი გაიმართება, რომელშიც მასპინძლებთან ერთად შვეიცარიის, იაპონიის, ავსტრიის, გერმანიის, სლოვენიის, სერბეთის, ბულგარეთის, უნგრეთის, მაკედონიის, პოლონეთის, საბერძნეთის, თურქეთის, ირანის, სომხეთის, უკრაინისა და აზერბაიჯანის 100-მდე წარმომადგენელი იასპარეზებს.

მათ შორის ყველაზე ტიტულოვანია პარალელურ გიგანტურ სლალომში (PGS) 2007 წლის სლოვენიელი მსოფლიოს ჩემპიონი როკ ფლანდერი. სპორტსმნები ორი დღის განმავლობაში სწორედ პარალელურ გიგანტურ სლალომსა და პარალელურ სლალომში (PSE) დაუპირისპირდებიან ერთმანეთს.

ტურნირის ორგანიზაციასთან დაკავშირებით გუდაურში მასმედიის წინაშე წარსდგნენ სნოუბორდის საერთაშორისო ფედერაციის პრეზიდენტი პეტერ კრიოგელი, გუდაურის
განვითარების ფონდის დირექტორი ნიკა გრძელიძე, საქართველოს სნოუბორდის ასოციაციის თავკაცი ლევან მშვილდაძე.

პრესკონფერენციაზე ითქვა იმის შესახებაც, რომ ამ ტურნირის ჩატარებაზე დიდად არის დამოკიდებული გუდაურის ბედი, ანუ მომავალი სეზონიდან FIS სათხილამურო კურორტს როგორ დატვირთავს.

18 თებერვალს საპრიზო ადგილები პარალელურ სლალომში, 19-ში კი პარალელურ გიგანტურ სლალომში გათამაშდება. პირველი საერთაშორისო ტუნირის გამარჯვებულები მედლებით, თასებით, ფულადი პრემიებითა და ფასიანი საჩუქრებით დაჯილდოვდებიან.

საქართველოს სპორტულ ღირსებას 9 ათლეტი დაიცავს, მათგან ყველაზე ტიტულოვანია რევაზ ნაზღაიძე, ქალებში სტუმრებს ნინო ბურდული გაუწევს მეტოქეობას.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული