ჩემპიონი კომაშია

AutoSharing Option
კანადელი მოთხილამურე სარა ბურკი, რომელიც აკრობატულ ფრისტაილში გამოსვლით არის ცნობილი, ვარჯიშზე დაცემის შემდეგ კომაში ჩავარდა.

უსიამოვნო ინციდენტი 10 იანვარს, ამერიკის კურორტ პარკ-სიტიში მოხდა, სადაც ბურკი 2012 წლის ექსტრემალური თამაშებისთვის (X-Games) ემზადებოდა.

29 წლის სპორტსმენი ვერტმფრენით სოლტ-ლეიკ-სიტის საავადმყოფოში გადაიყვანეს. სარას მდგომარეობა საკმაოდ რთულია - ექიმებმა ექსტრემალს თავის მძიმე ტრავმა და სხვა დაზიანებები დაუფიქსირეს.

კანადელი სპორტსმენი ფრისტაილის დისციპლინაში - სუპერპაიპში სპეციალიზდება, რომელიც 2014 წელს პირველად იქნება წარმოდგენილი ზამთრის ოლიმპიურ თამაშებზე. ბურკს, რომელსაც X-Games-ზე ორჯერ აქვს მოგებული ტიტული სუპერპაიპში, ხშირად უწოდებენ სოჭის ოლიმპიადის
მთავარ ფავორიტს.

როგორც სააგენტო AFP აღნიშნავს, ბურკმა ზუსტად იქ მიიღო ტრავმა, სადაც 2009 წელს ცნობილ კევინ პირსს არ გაუმართლა. ამ უკანასკნელმა დაცემისას თავის მძიმე ტრავმა მიიღო და სპორტში მხოლოდ 2011 წლის დეკემბერში დაბრუნდა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული