მარტინას ბობსლეი მოეწონა

AutoSharing Option
სახელგანთქმული შვეიცარიელი ჩოგბურთელი მარტინა ჰინგისი აქტიური კარიერის დასრულების შემდეგ სპორტის სხვადასხვა სახეობაში ცდის ბედს.

ყველაზე მეტად ის ცხენოსნობით არის გატაცებული, ორი დღის წინ კი ბობსლეიში საჩვენებელ დაშვებაში მიიღო მონაწილეობა. ეს შვეიცარიის კურორტ სანკტ-მორიტცში მოხდა. მარტინას ამ სახიფათო გართობისას თან ახლდა მეუღლე, პროფესიონალი ფრანგი ცხენოსანი ტიბო უტენი.

"შესანიშნავი იყო! კიდევ მინდა!", - გაუზიარა თავისი შთაბეჭდილებები მარტინამ ჟურნალისტებს.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული