დიდი ნდობა გუდაურს

AutoSharing Option
პირველი თოვლის მოსვლა მთელ საქართველოს დაეტყო, გუდაურის განახლებულ სათხილამურო კურორტზე კი სეზონი სიახლეებით დაიწყება.

ადრე "ლელო" წერდა, რომ სნოუბორდის ახალშექმნილი კომიტეტი აქტიურად შეუდგა საქართველოში სპორტის ამ ოლიმპიური დისციპლინის განვითარებას სათხილამურო ფედერაციის, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამინისტროსა და თბილისის მერიის გუდაურის განვითარების ფონდის დახმარებით.

მათივე თანადგომით 17-20 თებერვალს, გუდაური სნოუბორდში საერთაშორისო შეჯიბრებას უმასპინძლებს 15-ზე მეტი ქვეყნის მონაწილეობით.

გუდაურში ამ ასპარეზობის ჩატარებაზე გადაწყვეტილება სამთო-სათხილამურო სპორტის საერთაშორისო ფედერაციამ 4 ნოემბერს მიიღო და თავის კალენდარში შეიტანა. საქართველოს სნოუბორდის კომიტეტის თავმჯდომარე ლევან მშვილდაძე და გუდაურის
ახალი სამთო მენეჯერი, სერბი იურიცა სტანკოვიჩი აღნიშნავენ, რომ გუდაურს და საქართველოს ყველა სათხილამურო კურორტს აქვს პოტენციალი, უმასპინძლოს სხვა უფრო მასშტაბურ შეჯიბრებებს სნოუბორდში.

თებერვალში დაგეგმილი ასპარეზობის მიზანია სნოუბორდის, ასევე ზამთრის სხვა სპორტის სახეობების პროპაგანდა და ჩვენი ქვეყნის კურორტების დემონსტრირება ტურიზმის სფეროში. აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ ამ დონის შეჯიბრება პირველად ტარდება საქართველოში და ეს ნდობა აუცილებლად გამართლდება. მოწვეული მსაჯები, დელეგატი თუ სხვა მაღალი რანგის სტუმრები კმაყოფილნი დარჩებიან შეჯიბრების დონით, რაც მომავალში სხვა ასევე სოლიდური ასპარეზობების მასპინძლობის საწინდარი გახდება.

თორნიკე გაჩეჩილაძე
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული