ფიგურული ციგურაობა. მსოფლიოს ჩემპიონატი: პირველი ოქრო კანადისაა

AutoSharing Option
ჩინეთის ქალაქ შანხაიში მიმდინარე მსოფლიოს ჩემპიონატზე მედლების პირველი კომპლექტი გათამაშდა - გამოვლინდა უძლიერესი სპორტულ წყვილებში.

ოქროს მედლები მოიპოვეს წლევანდელი სეზონის აშკარა ლიდერებმა - კანადელებმა მეგან დიუამელმა და ერიკ რედფორდმა. მსოფლიოს ჩემპიონატამდე ამ დუეტმა ჯერ გრანპრის ფინალში მოიგო, შემდეგ კი გაიმარჯვა ოთხი კონტინენტის ჩემპიონატზე (აქ გამოდიან არაევროპელი უძლიერესი მოციგურავეები).

აღვნიშნავთ ჩინელების წარმატებას - პოდიუმის მეორე და მესამე საფეხურზე სწორედ ამ ქვეყნის წარმომადგენლები ავიდნენ.

ერთ-ერთი მთავარი ამბავი ის არის, რომ 2008 წლის შემდეგ პირველად, სპორტულ წყვილებში მედლების გარეშე დარჩნენ რუსი სპორტსმენები. ამ
ქვეყნის სამი დუეტიდან საუკეთესო შედეგი აჩვენეს ევროპის მოქმედმა ჩემპიონებმა - იუკო კავაგუტიმ და ალექსანდრ სმირნოვმა. ისინი მეხუთე ადგილზე გავიდნენ.

სპორტული წყვილები
1. მეგან დიუამელი/ერიკ რედფორდი (კანადა) - 221,53 ქულა
2. სუი ვენიინი/ჰან ცონგი (ჩინეთი) - 214,12
3. პანგ კინგი/ტონგ ჟიანი (ჩინეთი) - 212,77

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული