ელენე გედევანიშვილი NHK-ის გრან პრიზე ბოლო ადგილზეა

AutoSharing Option
8 ნოემბერს იაპონიაში ფიგურულ ციგურაობაში გრან პრის მორიგი ეტაპი დაიწყო - NHK-ის ტროფეი. ქალთა 9 მონაწილეს შორის ელენე გედევანიშვილიც იყო, რომელმაც არცთუ დიდი ხნის წინათ მოიპოვა სოჭის ზამთრის ოლიმპიადის ლიცენზია.

8 ნოემბერს მოკლე პროგრამის ჯერი იყო, რომელზეც ელენემ ძალიან ცუდად იასპარეზა. გეორგი სვირიდოვის კომპოზიციის ფონზე შესრულებული მოკლე პროგრამისთვის ჩვენებურს 45,14 ქულა დაუწერეს, რითაც გედევანიშვილმა ბოლო ადგილი აიღო, თანაც, ბოლოსწინაზე მყოფ ამერიკელ მირაი ნაგასუს მთელი 6 ქულით ჩამორჩა.

I ადგილზეა იაპონელი მაო ასადააა 71,26 ქულით, მეორეზე ასევე მასპინძელი აკიკო სუზუკი, მესამეზე
რუსი ელენა როდიონოვაა 62,83 ქულით.

9 ნოემბერს თავისუფალი პროგრამაა. იაპონურ ყინულზე რიგით პირველი გედევანიშვილი გავა.

ასევე იხილეთ:
ელენე გედევანიშვილმა სოჭის 2014 წლის ოლიმპიადის საგზური მოიპოვა [VIDEO]
ელენე გედევანიშვილმა თამამ ფოტოსესიაში მიიღო მონაწილეობა [PHOTO]
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული