ზამთრის სახეობები

ფიგურული სრიალი

ელენე გედევანიშვილი მსოფლიოს პირველობაზე მიღწეულის გაუმჯობესებას ეცდება

AutoSharing Option
31 მარტს ფრანგულ ნიცაში ფიცურულ ციგურაობაში მსოფლიოს მორიგი პირველობა დასრულდება.

ასპარეზობის ბოლო პროგრამა ძალზე საინტერესო უნდა იყოს ქართველი გულშემატკივრებისათვის - 22 წლის ელენე გედევანიშვილი შეეცდება თავისუფალ პროგრამაში მიღწეულის (მოკლე პროგრამის შემდეგ მე-7 ადგილზეა) გაუმჯობესებას და ხუთეულში დამკვიდრებას.

შეგახსენებთ, რომ ჩვენებურმა კარგად ისრიალა ასპარეზობის პირველ დღეს, ევროპის ჩემპიონატის ბრინჯაოს პრიზიორი სულ რაღაც 2,5 ქულით ჩამორჩება მესამე ადგილზე მყოფ კაროლინა კოსტნერს (იტალია), მე-4 ადგილზე მყოფ მაო ასადასთან (იაპონია) ჩამორჩენა კი სულ რაღაც ქულაა.

გედევანიშვილისთვის მე-7 მსოფლიოს ჩემპიონატი, შესაძლოა, ყველაზე წარმატებული გამოდგეს -
აქამდე ის ორჯერ გავიდა მე-10 ადგილზე.

30 მარტს გამართულმა კენჭისყრამ ელენე ბოლოსწინა ჯგუფში მოახვედრა, სადაც მესამე გავა ყინულზე ვალენტინა მარკეის (იტალია) და კექსინ ჟანგის (ჩინეთი) შემდეგ.

აბსოლუტურად ყველა, ვინც ჩვენებურს უსწრებს - ბოლო, მეოთხე ჯგუფში ისრიალებს.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"