ზამთრის სახეობები

ფიგურული სრიალი

ელენე გედევანიშვილი მსოფლიოს ჩემპიონატზე წარსდგება

AutoSharing Option
29 მარტს ფრანგულ ნიცაში ელენე გედევანიშვილი მსოფლიოს ჩემპიონატზე იასპარეზებს.

ევროპის ორგზის ბრინჯაოსმედალოსანი ქართველი მოციგურავე მოკლე პროგრამას შეასრულებს. 30 მონაწილეს შორის ელენე რიგით 21-ეა. ის ბოლოსწინა ჯგუფში მოხვდა იაპონელ მაო ასადას და რუს ალიონა ლეონოვას შემდეგ. მსოფლიოს ჩემპიონატის მთავარი ფავორიტები ბოლო ჯგუფში გამოვლენ.

ქალთა მოკლე პროგრამა საქართველოს დროით 14:30 წთ-ზე დაიწყება.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"