ევროპის ჩემპიონატი ფიგურულ ციგურაობაში: საქართველოს წყვილი ასპარეზობას გამოეთიშა

AutoSharing Option
ჩეხეთის ქალაქ ოსტრავაში დაიწყო ევროპის ჩემპიონატი ფიგურულ ციგურაობაში. საქართველოდან ამ შეჯიბრებაში ვაჟთა თანრიგში - მორის ყვითელაშვილი, სპორტული ცეკვების კატეგორიაში კი ტატიანა კოზმავა-ალექსეი შუმსკის წყვილი ასპარეზობს.

26 იანვარს ტურნირში ტატიანა კოზმავა-ალექსეი შუმსკი ჩაებნენ, რომლებმაც მოკლე პროგრამით იციგურავეს და 43,80 ქულა დაიმსახურეს, რაც სახარბიელო შედეგი სულაც არაა. შედარებისთვის, პირველ ადგილზე გასულმა იტალიურმა წყვილმა ანა კაპელინიმ და ლუკა ლანოტემ 76,65 ქულა მიიღეს.

სამწუხაროდ, ქართული წყვილი 30 წყვილს შორის 27 ადგილზე გავიდა და ასპარეზობას გამოეთიშა. თავისუფალ ცეკვებში კი 20 საუკეთესო განაგრძობს ასპარეზობას.

დღეს შეჯიბრებაში ვაჟთა კატეგორიაში
მორის ყვითელაშვილი იასპარეზებს. ის მოკლე პროგრამას შეასრულებს. აქ ფავორიტები არიან ევროპის მოქმედი ჩემპიონი, ესპანელი ხავიერ ფერნანდესი, აგრეთვე, რუსი სპორტსმენები მიხაილ კოლიადა და მაქსიმ კოვტუნი.

მოკლე პროგრამა
1. ანა კაპელინი/ლუკა ლანოტე (იტ) - 76,65
2. ეკატერინა ბობროვა/დიმიტრი სოლოვიოვი - 76,18
3. გაბრიელა პაპადაკისი/გიომ ციცერონი - 75,48
27. ტატიანა კოზმავა/ალექსეი შუმსკი - 43,80

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული