ფიგურული ციგურაობა. ევროპის ჩემპიონატი: ევროპაზე მსოფლიოსთვის

AutoSharing Option
2017 წლის ევროპის ჩემპიონატზე, რომელიც სტარტს 25 იანვრიდან ჩეხეთის ქალაქ ოსტრავაში აიღებს, ვაჟების თანრიგში საქართველოდან მორის ყვითელაშვილი იასპარეზებს, სპორტული ცეკვების კატეგორიაში კი ტატიანა კოზმავა-ალექსეი შუმსკის წყვილი გამოვა.

ქართველმა სპორტსმენებმა დეკემბერში გამართულ საერთაშორისო ტურნირზე წარმატებით იასპარეზეს, რის შედეგადაც მოიპოვეს ევროპისა და მსოფლიოს ჩემპიონატების საგზურები. მორის ყვითელაშვილისათვის ევროპის ჩემპიონატი განსაკუთრებული მნიშვნელობის იქნება, რადგან გამოცდილი მოციგურავე ამ ჩემპიონატზე პირველად იასპარეზებს საქართველოს სახელით.

ქართველი სპორტსმენებისათვის რეიტინგულად საკმაოდ მნიშვნელოვანია ეს ჩემპიონატი და აქ მიღწეული შედეგი, რადგან მარტში, ჰელსინკში გასამართ მსოფლიოს ჩემპიონატზე, სადაც გათამაშდება 2018 წლის კორეის
ოლიმპიური თამაშების ლიცენზიები, სწორედ ეს სტარტი იქნება ერთგვარი გენერალური რეპეტიცია, რაც მსაჯებისა და სპეციალისტების თვალში ავტორიტეტის მოპოვების საუკეთესო საშუალებაა.

ქართველი მოციგურავეები 2017 წლის ევროპის ჩემპიონატზე ასპარეზობას 26 იანვრიდან დაიწყებენ. მოცეკვავე წყვილი ტატიანა კოზმავა და ალექსეი შუმსკი მოკლე პროგრამით გამოვლენ 26 იანვარს (ასპარეზობა დაიწყება 15:00), ხოლო მორის ყვითელაშვილი მაყურებლების წინაშე მოკლე პროგრამით წარდგება 27 იანვარს (ასპარეზობა დაიწყება 14:15).

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული