ელე­ნე გე­დე­ვა­ნიშ­ვი­ლი: რუ­სე­ბის­გან წყე­ნა ისევ მახ­სოვს

AutoSharing Option
ყვე­ლა თან­ხმდე­ბა იმა­ზე, რომ ოლიმ­პი­ა­და ყო­ველ­გვა­რი პო­ლი­ტი­კის­გან შორს დგას და სა­ხელ­მწი­ფო­თა ურ­თი­ერ­თო­ბე­ბი მას­ზე არ უნ­და აი­სა­ხოს (თუმ­ცა, მე­ო­რე მხრივ, ისიც უთ­ქვამთ, რომ სპორ­ტი ყვე­ლა­ზე დი­დი პო­ლი­ტი­კა­ა).

თა­ვის დრო­ზე ახალ­მა ხე­ლი­სუფ­ლე­ბამ სწო­რედ ამ მო­ტი­ვით გა­დაწყ­ვი­ტა სო­ჭის ოლიმ­პი­ა­და­ში მო­ნა­წი­ლე­ო­ბა, მაგ­რამ ოლიმ­პი­ა­დის აპო­ლი­ტი­კუ­რო­ბის ცნე­ბა რამ­დე­ნი­მე დღის წინ თა­ვად რუ­სეთ­მა და­არ­ღვი­ა, რო­ცა აგ­ვის­ტოს ომ­ში მო­ნა­წი­ლე­ო­ბის­თვის რუ­სე­თის "გმი­რად" შე­რაცხი­ლი პი­ლო­ტი ივან ნე­ჩა­ე­ვი სო­ჭის ოლიმ­პი­ა­დის ერ­თ-ერთ მე­ჩი­რაღ­დნედ შე­არ­ჩი­ა.

სა­ქარ­თვე­ლო­ში ამან მძაფ­რი რე­აქ­ცია გა­მო­იწ­ვია და სა­მარ­თლი­ა­ნა­დაც - სა­ზო­გა­დო­ე­ბის დი­დი ნა­წი­ლი მი­იჩ­ნევს, რომ ეს ქვეყ­ნის­თვის შე­უ­რაცხ­ყო­ფაა და ოლიმ­პი­ა­დის
ბო­ი­კოტს ითხ­ოვს. რამ­დე­ნი­მე არა­სამ­თავ­რო­ბო ორ­გა­ნი­ზა­ცი­ის ინი­ცი­ა­ტი­ვით კი, შე­სა­ბა­მის პე­ტი­ცი­ა­ზე ხელ­მო­წე­რე­ბი და­იწყ­ო.

ვნა­ხოთ, რა გა­დაწყ­ვე­ტი­ლე­ბას მი­ი­ღებენ ხე­ლი­სუფ­ლე­ბა და ოლიმ­პი­უ­რი კო­მი­ტე­ტი.

მა­ნამ­დე კი "ყვე­ლა სი­ახ­ლე" და­ინ­ტე­რეს­და, რა პო­ზი­ცია აქვს მო­ცი­გუ­რა­ვე ელე­ნე გე­დე­ვა­ნიშ­ვილს, რო­მე­ლიც ზამ­თრის ოლიმ­პი­ა­და­ზე სა­ქარ­თვე­ლოს მთა­ვარ იმე­დად მი­იჩ­ნე­ვა. ჩვენ გე­დე­ვა­ნიშ­ვილს აშ­შ-ში და­ვუ­კავ­შირ­დით:

- რაც უნ­და გა­დაწყ­ვი­ტოს ხე­ლი­სუფ­ლე­ბამ, მი­მაჩ­ნი­ა, რომ სპორ­ტსმე­ნე­ბი პო­ლი­ტი­კა­ში არ უნ­და ჩა­ვე­რი­ოთ. ჩვე­ნ ჩვე­ნი საქ­მე უნ­და ვა­კე­თოთ და ვარ­ჯი­ში გან­ვაგ­რძოთ.

- კულ­ტუ­რის ყო­ფილ­მა მი­ნის­ტრმა ნი­კო­ლოზ რუ­რუ­ამ გა­ნაცხ­ა­და, რომ თქვენ მზად ხართ, უა­რი თქვათ ამ ოლიმ­პი­ა­და­ში მო­ნა­წი­ლე­ო­ბა­ზე.
- უარს ვიტყ­ვი იმ შემ­თხვე­ვა­ში, თუ სა­ქარ­თვე­ლოს ოლიმ­პი­უ­რი კო­მი­ტე­ტი მი­ზან­შე­წო­ნი­ლად არ მი­იჩ­ნევს სა­ქარ­თვე­ლოს მო­ნა­წი­ლე­ო­ბას სო­ჭის ოლიმ­პი­ა­და­ში. ამი­ტომ და­ვე­ლო­დე­ბი კო­მი­ტე­ტის გა­დაწყ­ვე­ტი­ლე­ბას. მა­ნამ­დე კი ჩემს მო­ვა­ლე­ო­ბას შე­ვას­რუ­ლებ და ვარ­ჯიშს გან­ვაგ­რძობ.

- ამ დღე­ებ­ში ყვე­ლას გა­ახ­სენ­და, რომ წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში თქვენ რუ­სეთ­ში ვარ­ჯი­შობ­დით, მაგ­რამ რუ­სეთ­-სა­ქარ­თვე­ლოს ურ­თი­ერ­თო­ბის და­ძაბ­ვის შემ­დეგ იქ ვარ­ჯი­შის გაგ­რძე­ლე­ბის სა­შუ­ა­ლე­ბა აღარ მოგ­ცეს.
- რუ­სე­ბის­გან წყე­ნა ისევ მახ­სოვს. ძა­ლი­ან უსა­მარ­თლოდ მო­მექ­ცნენ, მას შემ­დეგ იქ აღარ ჩავ­სულ­ვარ.

ვცდი­ლობ, ამ თე­მას არ შე­ვე­ხო ხოლ­მე. მი­უ­ხე­და­ვად ჩე­მი წყე­ნი­სა, მზად ვარ, ყვე­ლა­ფე­რი და­ვი­ვიწყო და ჩე­მი ქვეყ­ნის წარ­მო­სა­ჩე­ნად სოჭ­ში ჩა­ვი­დე, რა თქმა უნ­და, იმ შემ­თხვე­ვა­ში, თუ ოლიმ­პი­უ­რი კო­მი­ტე­ტი სო­ჭის ოლიმ­პი­ა­და­ში მო­ნა­წი­ლე­ო­ბა­ზე უარს არ იტყ­ვის.

მარი ონეზაშვილი
ხათუნა ჩიგოგიძე
ყოველკვირეული გაზეთი "ყველა სიახლე"
(გამოდის ოთხშაბათობით)

ასევე იხილეთ:
ნიკა რურუა: ელენე გედევანიშვილი თანახმაა, უარი თქვას სოჭის ოლიმპიადაზე
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული