ორი მე­და­ლი ინ­დო­ე­თი­დან - გაფრინდაშვილმა და კორძაიამ პუნეში ბრინჯაო მოიპოვეს

AutoSharing Option
ინ­დო­ე­თის ქა­ლაქ პუ­ნე­ში დამ­თავ­რ­და სა­ერ­თა­შო­რი­სო ტურ­ნი­რი თა­ვი­სუ­ფალ ჭი­და­ო­ბა­ში, სა­დაც სა­ქარ­თ­ვე­ლოს ნაკ­რებ­მა ორი ბრინ­ჯაო მო­ი­პო­ვა. ეს მედ­ლე­ბი ტა­რი­ელ გაფ­რინ­დაშ­ვილ­მა (74) და მა­მუ­კა კორ­ძა­ი­ამ (97) მო­ი­პო­ვეს.

ინ­დო­ეთ­ში ჩვ­ენ­გან ცხრა ფა­ლა­ვა­ნი ჭი­და­ობ­და, თუმ­ცა გუნ­დი შე­რე­უ­ლი პრინ­ცი­პით იყო და­კომ­პ­ლექ­ტე­ბუ­ლი, ანუ მას­ში ერ­თად იყ­ვ­ნენ ეროვ­ნუ­ლი და ასა­კობ­რი­ვი გუნ­დე­ბის წევ­რე­ბი. სამ­წუ­ხა­როდ, ჩვე­ნი გუნ­დის სხვა წარ­მო­მად­გენ­ლე­ბი უმედ­ლოდ დარ­ჩ­ნენ.

გაფ­რინ­დაშ­ვილ­მა წლე­ულს ახალ­გაზ­რ­დებ­ში ევ­რო­პი­სა და მსოფ­ლი­ოს პირ­ვე­ლო­ბებ­ზე ორი­ვე­გან ბრინ­ჯა­ოს მე­და­ლი ირ­გუ­ნა და ამ მი­ჯნას ვერც ინ­დო­ეთ­ში გა­და­ახ­ტა.

კორ­ძა­ი­ამ პირ­ვე­ლი შეხ­ვედ­რა თა­ნა­გუნ­დელს, 23-წლი­ა­ნებ­ში ევ­რო­პის წლე­ვან­დელ ფი­ნა­ლისტ ირაკ­ლი მწი­თურს მო­უ­გო, ვინც
86-ის მო­ჭი­და­ვეა, მაგ­რამ მწვ­რთნელ­მა გო­ჩა კირ­კი­ტა­ძემ ად­გილ­ზე ჩას­ვ­ლის შემ­დეგ მი­სი 97-ში და­ყე­ნე­ბა გა­დაწყ­ვი­ტა. თუმ­ცა ეს შეხ­ვედ­რა ფრედ, 4:4 დას­რულ­და, მაგ­რამ ახალ­გაზ­რ­დებ­ში მსოფ­ლი­ოს ფი­ნა­ლის­ტ­მა კორ­ძა­ი­ამ და­მა­ტე­ბი­თი მაჩ­ვე­ნებ­ლე­ბით იმარ­ჯ­ვა. მან გა­დამ­წყ­ვეტ შეხ­ვედ­რა­ში ყირ­გი­ზი მე­ტო­ქე და­ა­მარ­ცხა.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული