რას პასუხობს ხინჩეგაშვილი კრიტიკოსებს სააკაშვილთან გადაღებული ვიდეოს გამო

AutoSharing Option
ოლიმპიური ჩემპიონი ლადო ხინჩეგაშვილი სკანდალში გაეხვა. ყოფილმა პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა "ფეისბუქის" ოფიციალურ გვერდზე სპორტსმენთან ერთად გადაღებული ვიდეო გამოაქვეყნა, რომელიც ოდესაში, რთველის დროს არის გადაღებული. ვიდეოს ნეგატიური გამოხმაურება მოჰყვა.

- მიშა სააკაშვილი და ლადო ხინჩეგაშვილი რთველში უკრაინელ ლამაზმანებთან ერთად [VIDEO]

ითქვა, რომ ოლიმპიური ჩემპიონი უკრაინაში მიხეილ სააკაშვილთან სტუმრად ჩავიდა.

როგორც გაირკვა, რეალურად, ლადო ხინჩეგაშვილი მიხეილ სააკაშვილთან შემთხვევით აღმოჩნდა. თბილისში დაბრუნებულმა ოლიმპიურმა ჩემპიონმა Ambebi.ge-ს ექსკლუზიური ინტერვიუ მისცა.

- როგორ მოხვდით უკრაინაში?
- როგორც იცით, ბოლო პერიოდში საკმაოდ აქტიურად ვემზადებოდი ოლიმპიადისთვის. ამიტომ გადავწყვიტე,
დასასვენებლად სხვა ქვეყანაში წავსულიყავი. წავედი უკრაინაში, სადაც ჩემი მეგობრები ცხოვრობენ. სწორედ მათთან ჩავედი სტუმრად კიევში. იქ გავიგე, რომ ოდესაში ერთ-ერთი გრანდიოზული კლუბის გახსნა იყო, სადაც მეგობრებთან ერთად წავედი.

- ოდესაში შეხვდით მიხეილ სააკაშვილს?
- ოდესაში სავახშმოდ ერთ-ერთ რესტორანში ვიყავით. იქ მოვიდა ბატონი მიხეილ სააკაშვილი. ის ჩემი მეგობრების ნაცნობია. როდესაც დამინახა, წარმატება მომილოცა და შემოგვიერთდა. მისი მოსვლა რესტორანში ჩემთვის მოულოდნელი იყო. ვიცოდი, რომ იმ დროს ის საერთოდ არ იმყოფებოდა ოდესაში.

იხილეთ ვიდეო: რას პასუხობს ლადო ხინჩეგაშვილი კრიტიკოსებს მიშა სააკაშვილთან გადაღებული ვიდეოს გამო

- რთველში როგორ აღმოჩნდით?
- სანამ კიევში დავბრუნდებოდი, ყველანი ერთად აღმოვჩნდით რთველში. ვენახების მფლობელი ფრანგი მეღვინეა. იქ ქართული ჯიშის ღვინოს აწარმოებენ. ჩემთვის ეს სასიამოვნო იყო და საკუთარი წვლილი შევიტანე ყურძნის დაწურვაში. ჩემი სტუმრობა თავადაც ძალიან გაეხარდათ. იქ იყო მიხეილ სააკაშვილი, ის ერთ-ერთ არხს აძლევდა ინტერვიუს. დამიძახა და მითხრა, რომ მის გვერდით დავმდგარიყავი, ქართული ღვინის პოპულარიზაციაზე ერთად ვისაუბროთო. მან იქვე აღნიშნა, რომ ეს არ არის პოლიტიკური ვიდეო. ვიდეოს სრული ვერსია არ გამოქვეყნდა, უბრალოდ, ის ნაწილი დაიდო, რაც დაიდო. სამწუხაროდ, ხალხმა ეს ყველაფერი ნეგატიურად მიიღო. მივმართავ იმ ხალხს, ვინც სოციალურ ქსელში გამაკრიტიკა, ნუ გააკეთებენ დასკვნებს, სანამ რეალურად არ გაიგებენ, რა მოხდა. მე ვხვდები, თუ რატომ მაკრიტიკებს ხალხი, მაგრამ არგუმენტირებულად უნდა გააკრიტიკო... თავის სამართლებელი არაფერი მაქვს, უბრალოდ, მათი მხრიდან ლამაზი არ იყო ჩემი გამოყენება.

- როდემდე აპირებდით კიევში დარჩენას და რატომ დაბრუნდით ასე ადრე?
- 6 ოქტომბრამდე ვრჩებოდი კიევში, მაგრამ ეს ამბები რომ ატყდა, გადავწყვიტე, საქართველოში დავბრუნებულიყავი იმ ხალხთან, ვინც იცის, მე რაზე ვარ ხელის მომწერი. ვინც გვერდით მიდგას, მათთან დავბრუნდი. მე არასდროს ჩავრეულვარ პოლიტიკაში, არც "ნაციონალური მოძრაობის" მხარდამჭერი ვარ და არც სხვა პარტიის. მე ჩემი ქვეყნის გულშემატკივარი ვარ.

თამარ ბოჭორიშვილი
Ambebi.ge
მკითხველის კომენტარები / 30 /
ამ სპორცმენმა სადაც უნდა და როგორც უნდა იქ იაროს,ვისთანაც უნდა იმასთან მოკრიფოს ყურძენი გინდათ ატამი გინდათ ნესვი,აქ ლაპარაკი არის იმაზე თუ როგორ ცდილობს ნაპრეზიდენტალი კაცი სპორცმენის გამოყენებას თავის ინტერესებისთვის ისე რომ რეალურად იმ სპორცმენმა არც იცის იმ ადამიანის ზრახვები.
bebeto
14:24 05-10-2016
1
ყველამ თავის თავს მიხედოს!
giorgi
00:15 05-10-2016
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული