დოპინგ-სკანდალი: ტაიმაზოვის ოლიმპიურ ოქროს დავით მოძმანაშვილს მისცემენ?

AutoSharing Option
ფოტოზე: არტურ ტაიმაზოვი და დავით მოძმანაშვილი
დოპინგ-სკანდალთან დაკავშირებით კიდევ ერთი მოარული ჭორი დადასტურდა - საერთაშორისო ანტიდოპინგურ სააგენტოზე დაყრდნობით მსოფლიოს მედია აქტიურად წერს, რომ აკრძალული პრეპარატის კვალი აღმოჩნდა თავისუფალ ჭიდაობაში ლონდონის ოლიმპიადის აზერბაიჯანელ ჩემპიონ ტოგრულ ასგაროვის (60) ანალიზში.

ხმები მის შესახებ მანამდეც დადიოდა, ახლა კი ეს ყველაფერი კულისებიდან გამოვიდა და აქტიურად განიხილება სოციალურ მედიაში. ჯერჯერობით არ ასახელებენ, რომელ წამალზეა ლაპარაკი, თუმცა ამას არც აქვს არსებითი მნიშვნელობა.

შეგახსენებთ, რომ ცოტა ხნის წინათ დოპინგი აღმოჩნდა ამ წონაში რუსთა ვიცე-ჩემპიონის, აწ გარდაცვლილი ბესიკ კუდუხოვის
ანალიზში. ჭიდაობის გაერთიანებულმა მსოფლიოს ფედერაციამ ოფიციალურად გამოაცხადა, რომ იმ ვერცხლს მესამეზე გასული ინდოელ იოგეშვაარ დუტს გადასცემდა, ხოლო დუტის ბრინჯაოს ამერიკელი სკოტ კოლემანი მიიღებდა.

სხვათა შორის, ასგაროვის დოპინგზე მაშინ ერთ-ერთი პირველებმა ინფორმაცია ინდურმა გამოცემებმა გაავრცელეს, რომლებიც დუტის ჯენტლმენურ საქციელს ეხმაურებოდნენ.

"მე არ ავიღებ იმ ვერცხლის მედალს და ამით გარდაცვლილის ოჯახს ახალ ტკივილს არ მივაყენებ, მაგრამ, აი, აზერბაიჯანელსაც თუ ჩამოართმევენ ოქროს, მას სიამოვნებით ავიღებო", - განაცხადა იოგეშვაარ დუტმა და ინდური მედია ლამის წინასწარ ზეიმობდა ოლიმპიური ჩემპიონის მოვლინებას.

სამწუხაროდ, ასგაროვის დოპინგი ოფიციალურად რომც დადასტურდეს, ლონდონურ მედლებში წინსვლა მაინც არ "გვემუქრება"-ბრიტანეთში ამ წონაში მალხაზ ზარქუა გამოდიოდა, ვინც წინა ოლიმპიადის უკრაინელი ვიცე-ჩემპიონი ვასილ ფედორიშინი კი დაამარცხა, მაგრამ მერე კოლემანთან წააგო და მეცხრეზე დარჩა.

სხვათა შორის, ლაპარაკია იმავე ლონდონის ოლიმპიადაზე აზერბაიჯანელთა მეორე ჩემპიონზე ასევე თავისუფალ ჭიდაობაში შარიფ შარიფოვზეც (84), რომ თითქოს მის ანალიზშიც აღმოჩნდა აკრძალული პრეპარატი, თუმცა ჩვენ ვერც ამ ხმების გამართლების შემთხვევაში ვიხეირებთ - იქ დავით მარსაგიშვილი მესამეზე კი გავიდა, მაგრამ შარიფოვს არ შეხვედრია, პუერტორიკოელ ხაიმე იუსეპ ესპინალისთან წააგო. შარიფოვის დისკვალიფიკაციით სხვები იხეირებენ ესპინალი ჩემპიონად გამოცხადდება, მეორეზე ირანელი ელსან ლაშგარი გადავა, ბრინჯაოს კი თურქი იბრაჰიმ ბოლუკბასი მიიღებს.

თუმცა ჭორებს თუ ვენდობით, ამ დოპინგსკანდალით სარგებლის მიღების იმედი ჯერ მაინც უნდა გვქონდეს - ვრცელდება ხმები, რომ უზბეკეთის სახელით მოჭიდავე ოსს, არტურ ტაიმაზოვს მეორე ოქროსაც ართმევენო.

შეგახსენებთ, რომ მას უკვე ჩამოართვეს პეკინში მოპოვებული უმაღლესი ჯილდო, ახლა კი, თუ ეს ხმები მართალია, ლოგიკურად, ლონდონური ოქროც უნდა ჩამოართვან, რადგან ათენის თამაშების შედეგები ხანდაზმულობის გამო რევიზიას აღარ ექვემდებარება.

ვიმეორებთ, ეს ჯერ ჭორის დონეზეა, თუმცა სადაც ამდენი მითქმა-მოთქმა გამართლდა, რატომ არ შეიძლება, ეს ხმებიც დადასტურდეს, ამ შემთხვევაში კი ოქროს დავით მოძმანაშვილი მიიღებს, ვინც ტაიმაზოვთან ლონდონის ოლიმპიადის ფინალში დამარცხდა. ასევე ჭორად ვრცელდება ტაიმაზოვის ნათქვამი ბარემ მესამე ოქროც წაიღონო.

ერთი სიტყვით, დაველოდოთ მოვლენათა განვითარებას.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 6 /
დუქნი ლომები ჭალი მგლებიიიიიიი!!!
ბუქნია
06:39 22-09-2016
0
ოლიმპიური პრიზიორების ანალიზს 8 წლის განმავლობაში ინახავენ და ახალი მეთოდებით ამოწმებენ და თუ მაშინ ვერ აღმოუჩინეს ამ ახლით შეიძლება ამოუგდონ რამე აკრძალული ნივთიერება.
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული