სატრანსფერო სიახლეები
არქივის კალენდარი
ტლაშაძე და პეტრიაშვილი ევროპის ჩემპიონატის ფინალში გავიდნენ! [VIDEO]
AutoSharing Option
16:11 11-03-2016
11 მარტს, საქართველოს თავისუფალის სტილით მოჭიდავეთა ნაკრების ერთბაშად ორი წევრი, დავით ტლაშაძე (70) და  გენო პეტრიაშვილი (125) რიგაში მიმდინარე ევროპის ჩემპიონატის ფინალში იჭიდავებენ.

ტლაშაძე პოლონეთის სახელით მოასპარეზე მაგომედმურად გაჯიევს დაუპირისპირდება, პეტრიაშვილს კი მეტოქედ ასევე პოლონეთის წარმომადგენელი რობერტ ბარანი ჰყავს.

ევროპის ჩემპიონატზე
You must have Flash Player installed in order to see this player.
ფინალური ბლოკი თბილისის დროით 21:00 სთ-ზე დაიწყება და მისთვის თვალის მიდევნება გულშემატკივარს ამ ბმულზე შეუძლია.

ტლაშაძემ ფინალამდე რუმინელი ადრიან მოისე (8-4) და ბულგარელი ნიკოლაი კურტიევი (3-1) დაამარცხა, სტარტზე კი ფინელი მეტოქე არ გამოუცხადდა.
იხილეთ ვიდეო: ტლშაძე-მოისე 8:4
Sportall.Ge

იხილეთ ვიდეო ტლაშაძე-კურტიევი 3:1
Sportall.Ge

აღსანიშნავი პეტრიაშვილის ასპარეზობაა, რომელმაც პირველივე წრეში თურქთა მსოფლიოს ორგზის და ევროპის ოთხგზის ჩემპიონ ტაჰა აკგულს დაძაბულ შეხვედრაში სძლია (8-8).
იხილეთ ვიდეო: პეტრიაშვილი-აკგული *8:8
Sportall.Ge

1/4-ფინალში გენომ უნგრელი დანიელ ლიგეტი დაჯაბნა (14-4).
იხილეთ ვიდეო: პეტრიაშვილი-ლიგეტი 14:4
Sportall.Ge

ხოლო ნახევარფინალში გზიდან უკრაინელთა ოსი ფალავანი, მსოფლიოს ვიცე-ჩემპიონი ალენ ზასეევი ჩამოიშორა - 9-6.
იხილეთ ვიდეო: პეტრიაშვილი-ზასეევი 9:6
Sportall.Ge

შეგახსენებთ, რომ ამ დროისთვის საქართველოს ნაკრების ანგარიშზე ერთი ოქროს და სამი ბრინჯაოს მედალია. კონტინენტის ჩემპიონობა ვლადიმერ ხინჩეგაშვილმა (61) იზეიმა, ბრინჯაოსპრიზიორები კი იაკობ მაქარაშვილი (74), დავით მარსაგიშვილი (86) და ელიზბარ ოდიკაძე (97) გახდნენ.

ასევე იხილეთ:
ოქროლადო - ხინჩეგაშვილი ევროპის ჩემპიონია! [VIDEO]
Irakli apkhaidze
10:42 12-03-2016
Amiran 6-8 ro Agebda magas gulisxmob? Tu 8-8 ro gaxada?
Euroрe
22:38 11-03-2016
ქართული სული ეგაა!!!!!! ბოლოწამზე გამოჰგლიჯა მსოფლიოს ჩემფიონს 8-8!!!!!!გენოოოოო ,ქართველოოოოო!