ჭიდაობა

თავისუფალი ჭიდაობა

დავით მარსაგიშვილმა ევროპის ჩემპიონატზე ბრინჯაოს მედალი მოიპოვა

AutoSharing Option
8 მარტს რიგაში დაწყებულ მოჭიდავეთა ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა ნაკრებს ბრინჯაოს მედალი დავით მარსაგიშვილმა (86 კგ) მოუტანა.

მარსაგიშვილმა გადამწყვეტ შეხვედრაში ბელორუსი ალექსანდრ ხუშტინი 5-1 დაამარცხა. ამრიგად დათოს ევროპის ჩემპიონატებზე სამივე სინჯის მედალი აქვს მოპოვებული 2 ოქრო, თითო ვერცხლი და ბრინჯაო. 

მარსაგიშვილმა 1/8-ფინალში რუმინელი სტეფან გეორგიტა 6-0 დაამარცხა, მომდევნო წრეში კი აზერბაიჯანელ ალექსანდრ გოსტიევთან დასანანი მარცხი იწვნია ბოლო წუთზე - 3-4. დამამშვიდებელ წრეში მას პოლონელი ჟბიგნიევ ბარანოვსკი არ გამოუცხადდა. 

დღესვე 57 კგ-ში ოთარ გოგავამ იასპარეზა, რომელმაც ბელორუს ასადულა ლაჩინოვთან 8-10
დათმო შეხვედრა.

9 მარტს რიგაში საქართველოს ნაკრებიდან მედლებისთვის ზურაბ იაკობიშვილი (65) და ელიზბარ ოდიკაძე (97) იბრძოლებენ.