ჭიდაობა

თავისუფალი ჭიდაობა

ბექა ლომთაძე: რა დოპინგი? ვჭიდაობ და ვვარჯიშობ ჩემთვის...

AutoSharing Option
მოჭიდავეების ნაწილი, რომლებმაც დოპინგ-ტესტი ვერ გაიარეს, თბილისში დაბრუნდა. სპორტსმენების უმეტესობამ აეროპორტი კომენტარის გარეშე დატოვა. საქართველოში დაბრუნებული მოჭიდავეები აკრძალული პრეპარატების მიღებას არ ადასტურებენ.

"ბეჭის ტრავმა მაქვს. ევროპის ჩემპიონატისთვის ვემზადები და დავბრუნდი მაგის გამო. რა დოპინგი - ვჭიდაობ და ვვარჯიშობ ჩემთვის. დოპინგი არა, ის", - განაცხადა საქართველოს თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა ნაკრების წევრმა ბექა ლომთაძემ.

დოპინგ-სკანდალში გახვეულ მოჭიდავეთა უმეტესობა თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა ნაკრების წევრია, მაგრამ არიან ბერძნულ-რომაულიდანაც. საერთაშორისო წესების თანხმად, ფაქტის დამტკიცებამდე მათი ვინაობა არ საჯაროვდება. საუბარი 6 მოჭიდავეზეა.

მომზადებულია "ინტერპრესნიუსის" მიხედვით
ასევე დაგაინტერესებთ