სატრანსფერო სიახლეები
ყველაზე კითხვადი სტატიები
არქივის კალენდარი
«« დეკემბერი 2016 »»
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
282930 1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30 31 1
ყველაზე მასშტაბური დოპინგ-სკანდალი ქართულ ჭიდაობაში
AutoSharing Option
09:48 15-02-2016
სამწუხაროდ, ჩვენს საჭიდაო ოჯახში მორიგი დოპინგ-სკანდალია. შეიძლება ითქვას, ყველაზე უფრო მასობრივი - წინასწარი მონაცემებით, აკრძალული პრეპარატის გამოყენებაში ეროვნული ნაკრების ერთბაშად 6 წევრია დადანაშაულებული.

თუმცა ეს ჯერ კიდევ არაა ყველაფერი, რადგან შემოწმება ისევ გრძელდება და, სამწუხაროდ, არაა გამორიცხული, ეს სია კვლავაც დაგრძელდეს.

საერთაშორისო ანტისადოპინგო სააგენტოს წესებიდან გამომდინარე, ჯერჯერობით არ ვასახელებთ ამ სპორტსმენთა ვინაობას. მით უფრო, ჯერ მათაც არ ჩაჰბარებიათ ანალიზის პასუხები, რასაც საქართველოს ანტისადოპინგო სააგენტო დღეს გააკეთებს, რის შემდეგაც ათლეტებს გასაჩივრების საშუალება ექნებათ.

თუმცა გეტყვით, რომ ბრალდებულთა შორის უმეტესობა "თავისუფალთა" ნაკრების წევრია, მაგრამ არიან ბერძნულ-რომაულიდანაც. რაც ყველაზე სამწუხაროა, ერთ-ერთისთვის დამტკიცების შემთხვევაში ეს მეორე ჩავარდნა იქნება, რაც მას სამუდამო დისკვალიფიკაციას უქადის.

გეტყვით იმასაც, რომ რამდენიმე მათგანი ახლა "თავისუფალთა" ნაკრების შემადგენლობაში მინსკშია შეკრებაზე, სადაც მომავალ უქმეებზე ალექსანდრ მედვედის სახელობის თასზე უნდა გამოსულიყვნენ...

ბრალდებულთა უმეტესობა საქართველოს წლევანდელი ჩემპიონატის გამარჯვებულია, თუმცა არიან პრიზიორებიც, ერთ-ერთ წონაში კი ფინალისტთა წყვილზეა
You must have Flash Player installed in order to see this player.
ლაპარაკი... ეს ტესტებიც იანვარში, საქართველოს წლევანდელ პირველობაზეა აღებული. დამტკიცების შემთხვევაში, მათ ჩამოერთმევათ ამ ტურნირზე მოპოვებული მედლები, შეუჩერდებათ ხელფასი და აეკრძალებათ ტურნირებში გამოსვლა, ნაკრებთან ვარჯიში და შეკრებაზე წასვლაც კი.

ცხადია, მიეცემათ დისკვალიფიკაცია, ოღონდ მის ვადას საერთაშორისო ფედერაცია განსაზღვრავს. საბედნიეროდ, ჯერჯერობით დასახელებულთა შორის არაა არც ერთი ლიცენზირებული ფალავანი.

როგორც გითხარით, შემოწმება ჯერ კიდევ არაა დასრულებული - მხოლოდ 28 კაცის ანალიზის პასუხია ცნობილი და არსებობს ამ სიის გაზრდის საშიშროება. თუმცა არც ისაა გამორიცხული, ვინმემ თავიც გაიმართლოს.

მცირე იმედს ის გარემოება გვიძლიერებს, რომ, ჩვენი ინფორმაციით, უმეტეს შემთხვევაში ლაპარაკია ერთსა და იმავე პრეპარატზე. ახლა გასარკვევია, რამე სისტემურ შეცდომაზეა ლაპარაკი თუ ის ნივთიერება მართლაც ასე მოდური იყო ჩვენს ნაკრებში.

ასევე ჩვენი ინფორმაციით, რამდენიმემ აღიარა წამლის მიღება, ზოგი კი კატეგორიულად უარყოფს ამას.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
Teimuraz
12:37 15-02-2016
ერთი სახეობიდან ამდენი კაცი როდესაც ვარდება დოპინგზე, არ არის გამორიცხული, მთლიანად გუნდს აეკრძალოს გამოსვლა ოლიმპიადაზე. სერიოზული სამუშაო ექნება ფედერაციას, რომ ეს არ დაუშვას.
გუჯა კახაძე
12:02 15-02-2016
როდესაც ერთსა და იმავე პრეპარატზეა საუბარი იმედს კი არ იძლევა, არამედ ყველაზე უარეს მდგომარეობასთან გვქონია საქმე.