ჭიდაობა

თავისუფალი ჭიდაობა

საქართველოს ჭიდაობის ფედერაციის პრეზიდენტობას 4 კანდიდატი ჰყავს

AutoSharing Option
20 დეკემბერს საქართველოს ჭიდაობის ფედერაციის პრეზიდენტის პოსტზე კანდიდატთა წარდგინების ვადა ამოიწურა.

ადრევე დარეგისტრირებულ პრეტენდენტებს - რომან რურუას, გურამ საღარაძეს და მანუჩარ კვირკველიას ბოლო მომენტში პარლამენტარი ვალერი გელაშვილი და გოგი მაკასარაშვილი შეუერთდნენ, თუმცა ქართულ საჭიდაო ოჯახში, სადაც კვლავაც ვერ დაისადგურა მშვიდობამ, მოვლენები ელვის უსწრაფესად ვითარდება და საღარაძემ უკვე გაიტანა თავისი განცხადება; დღეს კი, სავარაუდოდ, რურუაც იმავეს გააკეთებს.

ამდენად, საპრეზიდენტო კამპანიას ჯერჯერობით 4 მსურველი შემორჩა. ვნახოთ, დაველოდოთ მოვლენათა განვითარებას, ჩვენ კი შეგახსენებთ, რომ საპრეზიდენტო არჩევნები 26 დეკემბერს გაიმართება.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
ასევე დაგაინტერესებთ