დავით მოძმანაშვილი იაკუტსკის ტურნირის გამარჯვებულია

AutoSharing Option
ქართველი თავისუფალი სტილით მოჭიდავეები წარმატებით გამოვიდნენ იაკუტსკში, დმიტრი კორკინის მემორიალში - სამივე სინჯის თითო მედალი მოიპოვეს.

ტურნირის ჩემპიონი ოლიმპიადის ვერცხლის მედალოსანი, მსოფლიოს პრიზიორი დავით მოძმანაშვილი (120) გახდა, რომელმაც ფინალში თანაგუნდელი თორნიკე ხიდეშელი დაამარცხა, მესამეზე კი ელიზბარ ოდიკაძე (96) გავიდა.

მოძმანაშვილმა პირველ წრეში იოლად დაამარცხა სომეხი ჰამლეტ აბრახამიანი - 6:0, მერე კი კიდევ უფრო დამაჯერებლად, ქულებით ვადამდელი გამარჯვება მოიპოვა ჩრდილო ოსეთის გუნდის წევრ ედუარდ კოდალაევთან - 7:0.

ჩვენებურს სათანადო წინააღმდეგობა მხოლოდ მასპინძელმა უვარ ტიმოფეევმა - მან პირველი პერიოდი 1:0 მოიგო კიდეც,
თუმცა მეორეში მოძმანაშვილმა 3 უპასუხო ქულა მიითვალა. ნახევარფინალში მან ირანელი ავილი გხომი ბეჭებზე დააწვინა და ფინალში ხიდეშელსაც აჯობა.

ოდიკაძე ნახევარფინალში 1:3 დამარცხდა დაღესტნელ შამილ ახმედოვთან - ავარელმა ამით სანატრელი რევანში აიღო მასთან შარშან ბაქოში, "ოქროს დიდი პრიზის" სუპერფინალში წაგებისთვის.

მანამ ჩვენებურმა ორი შეხვედრა მოიგო ქულებით, ბრინჯაოს მედლისთვის ბრძოლაში კი დამაჯერებლად აჯობა ყაბარდო-ბალყარეთის გუნდის წევრ აზრეტ შოგენოვს - 8:0.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული