ლერი ხაბელოვის სახელობის ტურნირი: ჭაბუკთა მორიგი შანსი

AutoSharing Option
ამ დღეებში თბილისმა ისევ უმასპინძლა სახელოვანი ფალავანის, მსოფლიოს ხუთგზის, ევროპის ოთხგზის და ოლიმპიურ ჩემპიონ ლერი ხაბელოვის სახელობის ტურნირს ჭაბუკთა შორის, რომელიც ორ ასაკობრივ ჯგუფში ჩატარდა - 1997-98 და 1999-2000 წლებში დაბადებულთა შორის.

სახელოვან ფალავანს შეჯიბრებაზე საპატიო სტუმრებიც ბლომად დაესწრნენ - მსოფლიოს ორგზის ჩემპიონი და ოლიმპიადის ვერცხლის მედალოსანი გურამ საღარაძე, მსოფლიოს ასევე ორგზის გამარჯვებული, ევროპის ხუთგზის ჩემპიონი და ორგზის ბრინჯაოს მედალოსანი ლუკა კურტანიძე, ევროპის სამგზის და მსოფლიოს ჩემპიონი ზარიბეგ ბერიაშვილი, ევროპის ორგზის ჩემპიონი, მსოფლიოს პრიზიორი დავით პოღოსიანი, ევროპის ჩემპიონი ემზარ ბედინეიშვილი...

შეჯიბრებამ მოზარდთა დიდი ინტერესი გამოიწვია - 26 გუნდის 250-მდე მოზარდი გამოდიოდა. გამორჩეული აღიარება წილად უფროსთა შორის 69 კილოგრამში გამარჯვებულ თორნიკე კიკნაძეს (ხაბელოვის კლუბი) ხვდა წილად, რომელსაც ხაბელოვიას თასი და ფულადი ჯილდო გადაეცა, ყველაზე ტექნიკურ მოჭიდავედ კი ამავე ასაკის წარმომადგენელი რუსთაველი ლექსო კილაძე (42) დაასახელეს.

კვარცხლბეკი
1997-98 წ.წ. 42 კგ. 1. ლექსო კილაძე (რუსთავი); 2. ვასილ მამულაშვილი (მართვე); 3. ელშან ნიფტანოღლი (ქარელი), არზუმ თარგამიანი (ნინოწმინდა).
46 კგ. 1. ალეკო ლომიძე (ხაშური); 2. გოგა მამიაური (ოლიმპიური მზადების ცენტრი; 3. გიორგი ღვინიანიძე (სოფ. დიღომი), აგილ ბახმადოღლი (ქარელი).
50 კგ. 1. გაიოზ გონგლაძე (ხაშური); 2. გიორგი სამაკაშვილი (მართვე); 3. ფახრატ აგაჯანოვი (სადახლო), ნოდარ ბიწაძე (რუსთავი).
54 კგ. 1. ლევან ინასარიძე (გამარჯვება); 2. თორნიკე კვინიკაძე (ხაშური); 3. სერგო ზაზაძე (გამარჯვება), გელა ქოქიაშვილი (დედოფლისწყარო).
58 კგ. 1. გოჩა ყიფშიძე (აჭარა); 2. მამუკა ჩაჩუა (თედიაშვილის კლუბი); 3. ელვარ ნაბიოღლი (ქარელი), გრიშა ოგანესიანი (ახალქალაქი).
63 კგ. 1. ჯანგირ ახმედოვი (ქარელი); 2. გიორგი ჭალიძე (კურტანიძის კლუბი); 3). ოთარ გაბელია (ხაბელოვის კლუბი), ირაკლი მენთეშაშვილი (დედოფლისწყარო).
69 კგ. 1. თორნიკე კიკნაძე (ხაბელოვის კლუბი); 2. მამუკა არაბული; 3). გიორგი პავლიაშვილი (ორივე - დედოფლისწყარო), საბა ჭილაია (რუსთავი).
76 კგ. 1. მოგელი მეზვრიშვილი (გორი); 2. ზაურ ბერიძე (ოლიმპიური მზადების ცენტრი); 3. ჯაბა მაისურაძე (კურტანიძის კლუბი), დავით ფირუზაშვილი (სოფ. დიღომი).
85 კგ. 1. კოტე გაბაშვილი (თედიაშვილის კლუბი); 2. მარადი ვანაძე (ნინოწმინდა); 3. ბაჩანა მიქელაშვილი (ხაშური), გიორგი შამათავა (თედიაშვილის კლუბი).

1999-2000 წ.წ. 26 კგ. 1. შამილ გაჯიევი (ყვარელი); 2. იგორ ბერიძე (აჭარა); 3. გიორგი ფიფია (რუსთავი), საბა გოგსაძე (ამბროლაური).
29 კგ. 1. თორნიკე ქათამაძე (აჭარა); 2. ბექა გიგაური (ქარელი); 3. გიორგი გედენიძე (კურტანიძის კლუბი), ბაჩუკი ავალიშვილი (დმანისი).
32 კგ. 1. ნიკა გოგრიჭიანი (ამბროლაური); 2. გიგი ბლიაძე (ხაშური); 3. ბექა იაშვილი (ამბროლაური), ლუკა ქარჩხაძე (აჭარა).
35 კგ. 1. გიორგი გელაშვილი; 2. გიორგი ელბაქიძე (ორივე - ამბროლაური); 3. ნიკა მათიაშვილი (კურტანიძის კლუბი), ზელიმხან საიდოვი (ყვარელი).
38 კგ. 1. ვლადიმერ გამყრელიძე (ამბროლაური); 2. ნარიბე ოგანესიანი (ნინოწმინდა); 3. გაბრიელ გობეჯიშვილი (ამბროლაური), ამირან ვახტანგიშვილი (გორი).

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 2 /
23 კილოგრამ წონით კატეგორიაში ამბროლაურელმა გიორგი გოგრიჭიანმა მე-3 ე ადგილისთვის სჰეხვედრაში 10 წამში დაამარცხა რუსთაველი ფიფია კვარცხლბეგში ფიფია რატომ წერია?????????????
mamia gogrichiani
04:44 12-12-2012
0
სტატია კარგია, გთხოვთ ხაბელოვის კლუბის ხემძღვანელებს და ბატონ ლერის გადასცეთ, რომ 1999-2000 წლებში დაბადებულებს დაუმატონ წონითი კატეგორიები 42, 48, 53, 60, და მეტიც რადგან შარშანაც ასე იყო და ბავშვებს მაღალ წონაში გული დაწყდათ,მათ შორის ჩვენც, მე დავით ქოჩქიანის ბიძა ვარ, რომელიც მრავალგზის გამარჯვებულია სხვადასხვა ტურნირში და თბილისის ჩემპიონიც გახდა 53 კილოგრამ წონით კატეგორიაში(კლასიკური სტილით(ისე თავისუფალსა ჭიდაობს ძირითადად)). გთხოვთ გაითვალისწინოთ, რადგანაც არ მგონია ბატონ ლერისთვის ამ პრობლემის გადაჭრა რაიმე სირთულესთან იყოს დაკავშირებული.
gela qochqiani
22:24 05-12-2012
0

სიახლეები პოპულარული