ევროპის ჩემპიონატი: გენო პეტრიაშვილი ბრინჯაოსთვის იჭიდავებს

AutoSharing Option
სერბეთის ქალაქ ნოვი სადში მიმდინარე თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა ევროპის ჩემპიონატზე ბრინჯაოს მედლისთვის იჭიდავებს მძიმეწონოსანი გენო პეტრიაშვილი. გადამწყვეტ შეხვედრაში მისი მეტოქე უნგრელი დანიელ ლიგეტი იქნება.

ფინალური ბლოკი თბილისის დროით 21:00 სთ-დან დაიწყება და შეხვედრების ლაივ-სთრიმით ნახვა ამ ბმულზე შეიძლება.

ევროპის ჩემპიონმა, მსოფლიოსა და ოლიმპიურმა მედალოსანმა პეტრიაშვილმა სასტარტო შეხვედრაში რუს ალან ხუგაევს კი მოუგო (5-2), მაგრამ 1/4-ფინალში ოლიმპიურ, მსოფლიოს ორგზის და ევროპის სამგზის ჩემპიონთან, თურქ ტაჰა აკგულთან ვერაფერი გააწყო (4-14). გენომ სანუგეშო ტურნირში უკრაინელი დანილო კარტავი დაამარცხა (6-2).

დღესვე 70 კგ-მდე წონით
კატეგორიაში წარუმატებლად იასპარეზა დავით ტლაშაძემ, რომელიც სასტარტო შეხვედრაშივე დამარცხდა ევროპისა და მსოფლიოს არაერთგზის მედალოსანთან, თურქ იაკუპ გორთან (6-7) და ასპარეზობას გამოეთიშა.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს "თავისუფალთა" ნაკრებს ამ დროისთვის 3 მედალი აქვს - 1 ოქრო და 2 ბრინჯაო. კონტინენტის ჩემპიონობა ვლადიმერ ხინჩეგაშვილმა იზეიმა, მესამეპრიზიორები კი ზურაბ იაკობიშვილი (65) და ელიზბარ ოდიკაძე (97) გახდნენ.
მკითხველის კომენტარები / 2 /
გენომ ბრინჯაო აიღო
misha
23:06 05-05-2017
0
ცუდია, არ ველოდით.
დათო
19:38 05-05-2017
0

სიახლეები პოპულარული