ევროპის ჩემპიონატი: იაკობიშვილი და ოდიკაძე ბრინჯაოსთვის იბრძოლებენ

AutoSharing Option
სერბეთის ქალაქ ნოვი სადში მიმდინარე თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა ევროპის ჩემპიონატზე ბრინჯაოს მედლებისთვის იბრძოლებენ ზურაბ იაკობიშვილი (65) და ელიზბარ ოდიკაძე (97).

იაკობიშვილმა საკვალიფიკაციო ეტაპზე მასპინძელ პერიცა დიმიტრიევიჩი დაამარცხა (10-0), შემდეგ კი გერმანელ ალექსანდერ სემისოროვს (4-2) სძლია. ქართველმა ფალავანმა 1/4-ფინალში თურქ მუსტაფა კაიასაც (11-0) აჯობა, მაგრამ ნახევარფინალში რუს ილიას ბეკბულატოვს ვეღარ გასცდა (0-10).

ოდიკაძემ თავდაპირველად გერმანელ გეორგ გაბრიელ სერეგელის აჯობა (4-1), მეორე ეტაპზე კი მოლდოველ ნიკოლაი ცებანს სძლია (4-3). 1/4-ფინალში მან აზერბაიჯანელ ასლანბეკ ალბოროვს (4-1) კი მოუგო, მაგრამ 1/2-ფინალში თურქ რიზა ილდირიმთან
(2-8) დამარცხდა.

ფინალური ბლოკი თბილისის დროით 21:00 სთ-იდან დაიწყება. შეხვედრების ლაივ-სთრიმით ხილვა ამ ბმულზე შეიძლება.

შეგახსენებთ, რომ ჩემპიონატის პირველი დღე საქართველოს ნაკრებისთვის წარუმატებელი იყო. ბრინჯაოს მედლის მოპოვების შანსი ხელიდან დავით მარსაგიშვილმა (86) გაუშვა.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული