U23. ევროპის ჩემპიონატი: ქართველების ორი ოქრო და ერთი ბრინჯაო

AutoSharing Option
28 მარტს, უნგრეთის ქალაქ სომბათეიში დაწყებულ 23 წლამდე მოჭიდავეთა ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა ნაკრებმა 2 ოქროსა და 1 ბრინჯაოს მედალი მოიპოვა.

კონტინენტის ჩემპიონები ავთანდილ კენჭაძე (74) და გივი მაჭარაშვილი (97) გახდნენ, ბრინჯაო კი ივერი ჯულაყიძემ (65) დაისაკუთრა.

ოქროს მედლისთვის თვის შეხვედრაში კენჭაძის მეტოქე საფრანგეთის სახელით მოჭიდავე ზელიმხან ხაჯიევი იყო. ქართველმა ფალავანმა, რომელიც 0-2-ს აგებდა, შეხვედრის დასრულებამდე 15 წამით ადრე შესრულებული 4-ქულიანი გდებით გაიმარჯვა.

მაჭარაშვილმა გადამწყვეტ შეხვედრაში რუს გიორგი გოგაევს ბოლო წამებზე წმინდად მოუგო.

ჯულაყიძემ კი ბრინჯაოს მედალი საფრანგეთის
წარმომადგენლის ილმან მუხტაროვის ძლევით (6-0) მოიპოვა.

დღეს მედლები 4 წონით კატეგორიაში გათამაშდა. საქართველოს ნაკრებიდან ბრძოლას 1/4-ფინალში რამაზ თურმანიძე (57) გამოეთიშა.

ხვალ, 29 მარტს, ტურნირზე მედლები დარჩენილ ოთხ წონით კატეგორიაში გათამაშდება. ჩვენგან ხალიჩაზე შოთა ფარტენაძე (61), მირზა სხულუხია (70), ირაკლი მწითური (86) და გენო პეტრიაშვილი (125) გავლენ.
მკითხველის კომენტარები / 2 /
;ლაივში'როგორ უყრო?
ალბერტი
10:36 29-03-2017
0
მაგრათ გამახარეთ ბიჭებო! თქვენ გენაცვალეთ!
zaza
22:57 28-03-2017
0

სიახლეები პოპულარული