U23. ევროპის ჩემპიონატი: ქართველები 2 ოქროსა და 1 ბრინჯაოსთვის იბრძოლებენ

AutoSharing Option
უნგრეთის ქალაქ სომბათეიში დაწყებულ 23 წლამდე მოჭიდავეთა ევროპის ჩემპიონატის პირველ დღეს საქართველოს თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა ნაკრებს 2 ოქროსა და 1 ბრინჯაოს მედლის მოპოვების შანსი აქვს.

კონტინენტის პირველობის ფინალში გავიდნენ და ოქროს მედლებისთვის იჭიდავებენ ავთანდილ კენჭაძე (74) და გივი მაჭარაშვილი (97), ბრინჯაოსთვის კი ივერი ჯულაყიძე (65) იბრძოლებს.

ფინალური ბლოკი თბილისის დროით 19:30 საათიდან დაიწყება და გულშემატკივარს მისი ლაივ-სთრიმით ნახვა ამ ბმულზე შეეძლება.

ოქროსთვის შეხვედრაში კენჭაძის მეტოქე საფრანგეთის სახელით მოჭიდავე ზელიმხან ხაჯიევი იქნება, მაჭარაშვილი კი, რომელმაც ადრეულ ეტაპზე ახალგაზრდებში უკრაინელთა ევროპის ჩემპიონს,
ქართული წარმომავლობის მურაზ მჭედლიძეს სძლია, გადამწყვეტ შეხვედრაში რუს გიორგი გოგავს დაუპირისპირდება. ჯულაყიძე ბრინჯაოსთვის საფრანგეთის წარმომადგენელ ილმან მუხტაროვს დაეჭიდება.

დღეს მედლები 4 წონით კატეგორიაში თამაშდება. საქართველოს ნაკრებიდან ბრძოლას 1/4-ფინალში რამაზ თურმანიძე (57) გამოეთიშა.
მკითხველის კომენტარები / 1 /
ორივე ქართველი ჩემპიონი გახდა, გენაცვალეთ ბიჭებო.
dato
21:27 28-03-2017
0

სიახლეები პოპულარული