ხინჩეგაშვილი და პეტრიაშვილი - მსოფლიოს ნაკრებში რუსეთის წინააღმდეგ

AutoSharing Option
24 მარტს ვლადიკავკაზში საინტერესო საჭიდაო შეხვედრა გაიმართება: რუსეთის გუნდი მსოფლიოს ნაკრების წინააღმდეგ.

ჩვენდა საამაყოდ, მსოფლიოს უძლიერეს ფალავანთა კრებულში ორი ქართველია მიწვეული: ოლიმპიური, მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონი ვლადიმერ ხინჩეგაშვილი (61) და ევროპის ჩემპიონი, მსოფლიოსა და ოლიმპიადის პრიზიორი გენო პეტრიაშვილი (125).

საქართველოს ჭიდაობის ეროვნული ფედერაციის საიტის - wrestling.ge-ს ინფორმაციით, მსოფლიოს ნაკრებს სახელოვანი ირანელი ათლეტი, მსოფლიოსა და ოლიმპიური ჩემპიონი, ამჟამად ამ ქვეყნის ჭიდაობის ფედერაციის პრეზიდენტი რასულ ხადემი უხელმძღვანელებს, რუსებს კი მათი ახლანდელი თავკაცი ჯამბულათ თედეევი გაუძღვება.

გუნდების საბოლოო შემადგენლობები უახლოეს ერთ კვირაში დაზუსტდება.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 1 /
გენო აბა სჰენ იცი არ სჰეგვარცხვინო რაცჰველებიი და სჰენი უ ვასჰკაცესი ბაბუაა.გენაცვალეეე..
kukuri
14:13 18-03-2017
0

სიახლეები პოპულარული