U23. თავისუფალი ჭიდაობა: ოთხ წონით კატეგორიაში ფინალისტების ვინაობა ცნობილია

AutoSharing Option
დღეს, 9 იანვარს, რაჭაში, ამბროლაურის რაიონში, თავისუფალ ჭიდაობაში 23 წლამდე ახალგაზრდებს შორის საქართველოს ჩემპიონატი ოფიციალურად გაიხსნა.

ტურნირის პირველ დღეს შეჯიბრი 4 წონით კატეგორიაში გაიმართა და უკვე გამოვლინდნენ ფინალის მონაწილეები.

23-წლამდელთა შორის საქართველოს ჩემპიონატის პირველი დღის ფინალისტები:

57 კგ
ლევან მურცხვალაძე-რამაზ თურმანიძე

66 კგ
ივერი ჯულაყიძე-შმაგი თოდუა

74 კგ
ავთანდილ კენჭაძე-ნიკოლოზ კენჭაძე

97 კგ
გივი მაჭარაშვილი-როლანდ ანდრიაძე

საქართველოს ჩემპიონატს ჭიდაობის ფედერაციის პრეზიდენტის რანგში, პირველად დაესწრო გეგა გეგეშიძე.  შეგახსენებთ, რომ გეგეშიძე ფედერაციის პრეზიდენტად 17 დეკემბერს აირჩიეს.

საქართველოს პირველობა ამბროლაურში პირველად სწორედ მისი
ინიციატივითა და გადაწყვეტილებით იმართება.

საჭიდაო კლუბ "ფალავანში" ქვეყნის სხვადასხვა რეგიონიდან 200-მდე ახალგაზრდა მონაწილე შეიკრიბა. გახსნის გრანდიოზულ ცერემონიალზე აუდიტორიას სიტყვით სწორედ გეგა გეგეშიძემ მიმართა და აღნიშნა, რომ დღეს, რაჭაში ახალი ეპოქა დაიწყო ჭიდაობის დიდი და ძლევამოსილი ოჯახის წარმატებისთვის და ამას ყველა მოჭიდავე ძალიან მალე ნათლად და ხილულად იგრძნობს.

მან ასევე რეგიონში მცხოვრებ ყველა ახალგაზრდას მოუწოდა, რომ რაც შეიძლება აქტიურად ჩაერთონ სპორტის ამ სახეობაში, ვინაიდან ის ჭიდაობის განვითარებაზე მუშაობას სწორედ რეგიონებიდან გეგმავს.

საქართველოს ჩემპიონატის 23 წლამდე ახალგაზრდებს შორის გახსნის ოფიციალური ცერემონიალის შემდეგ ოლიმპიურმა პრიზიორმა გენო პეტრიაშვილმა იმ ადამიანებისთვის, ვისაც ჯერ კიდევ არ აქვს გადაწყვეტილი, რა აკეთოს და სპორტის რომელი სახეობა უნდა აირჩიოს, მასტერკლასი ჩაატარა.

"ემოციური კავშირი და უწყვეტი კომუნიკაცია აუდიტორიასთან - მოჭიდავის წარმატების მთავარი გარანტიაა" - აღნიშნა ცნობილმა მოჭიდავემ.

ჩემპიონატი 10 იანვარს დასრულდება და გამარჯვებულები მსოფლიოს სხვადასხვა პრესტიჟულ სპორტულ ღონისძიებაში მიიღებენ მონაწილეობას.

მომზადებულია chidaoba.ge-ს მიხედვით
მკითხველის კომენტარები / 1 /
ძალიან კარგი, მიბაძეთ ყველამ, გამოფხიზლება და მოფერება უნდა რეგიონებს, ქვეყანა რეგიონებიდან მარაგდება ყველა სახის რესურსით. მეტი ყურადღება, სუბსიდირება და მხარდაჭერა რეგიონებს!!!
Irakli apkhaidze
17:52 09-01-2017
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული