ლევან გორგაძემ ჩემპიონი კისენოსატო დაამარცხა

AutoSharing Option
მე-6 მაეგაშირა ტოჩინოშინმა (ლევან გორგაძე) კუნძულ კიუშუს ბაშოზე სენსაცია მოახდინა და ოძეკი (ჩემპიონი) კისენოსატო შიტატენაგეს ილეთით დაამარცხა.

ჩვენებური კისენოსატოს კარიერაში 24-ე შეხვდა და მხოლოდ მერვედ აჯობა. ეს ტოჩინოშინის ზედიზედ მეხუთე გამარჯვება იყო ბაშოზე. მას უკვე 9-4 ბალანსი აქვს და ახლა თანამემამულე გაგამარუს (თეიმურაზ ჯუღელი) ხვდება.

გაგამარუმ ტაკანოივა ჰატაკიკომის ილეთით დაამარცხა და ბალანსი 7-6 გაუხდა. ახლა მას ერთი მოგებაც ჰყოფნის ელიტაში დასარჩენად. ვიტყვით, რომ ეს ქართული დუელი 8-ჯერ გაიმართა და 6-ჯერ გამარჯვებული ტოჩინოშინი გამოვიდა.