სუმო. კიუშუს ბაშო. 13-27 ნოემბერი: ეკვატორი გადალახულია

AutoSharing Option
წლის უკანასკნელმა ბაშომ ეკვატორი გადალახა. სუპერტურნირს 8-0 ბალანსით დიდი ჩემპიონი კაკურიუ ლიდერობს.

მე-6 მაეგაშირა ტოჩინოშინმა (ლევან გორგაძე) ორთაბრძოლების ნახევარი მოიგო და მას ნულოვანი ბალანსი აქვს - 4-4. ჩვენებურის მომდევნო მეტოქე შოჰოზანია (9:3 ურთიერთშეხვედრებში).

მე-16 მაეგაშირა გაგამარუს (თეიმურაზ ჯუღელი) 3-5 ბალანსი აქვს და კიოკუშუჰოს ხვდება (4:8).

IX დღე (მნიშვნელოვანი წყვილები): ჰაკუჰო-კოტოშოგიკუ, ჰარუმაფუჯი-ოკინოუმი, კაკურიუ-ტაკაიასუ, გოეიდო-კისენოსატო, ტერუნოფუჯი-კაისეი, ტოჩინოშინი-შოჰოზანი, გაგამარუ-კიოკუშუჰო.