სუმო. ჰაცუ ბაშო. 10-24 იანვარი: ლევან გორგაძის ზედიზედ მესამე გამარჯვება

AutoSharing Option
იანვრის ბაშოზე დასავლეთის კომუსუბი ტოჩინოშინი (ლევან გორგაძე) ზედიზედ მესამე ორთაბრძოლაში გამოვიდა გამარჯვებული. მან პირველ მაეგაშირა შოჰოზანს უვატენაგეს ილეთით აჯობა.

ჯერჯერობით, ლევანი ისევ მძიმე სიტუაციაშია - მას 5-7 ბალანსი აქვს და დარჩენილი სამი შეხვედრაც უნდა მოიგოს. ქართველის მომდევნო მეტოქე კი ბრაზილიელი კაისეია (7:5 ურთიერთშეხვედრებში).

დამარცხდა მე-9 მაეგაშირა გაგამარუ (თეიმურაზ ჯუღელი), ჩვენებურმა ტაკანოივასთან დათმო და ახლა ტაკეკაძეს (10:5 ურთიერთშეხვედრებში) ხვდება.

ბაშოზე კი ერთპიროვნულად ოძეკი კოტოშოგიკუ ლიდერობს, რომელმაც 12-დან 12 ორთაბრძოლა მოიგო. მას 11 მოგებით დიდი ჩემპიონი ჰაკუჰო მიჰყვება.

XII დღე (მნიშვნ. ბრძოლები):
კაკურიუ-ტოჩიოძანი (ოშიდაში), კოტოშოგიკუ-ჰარუმაფუჯი (ცუკიოტოში), ჰაკუჰო-გოეიდო (ცუკიოტოში), კისენოსატო-კაისეი (იორიკირი), ტოჩინოშინი-შოჰოზანი (უვატენაგე), ტაკანოივა-გაგამარუ (უვატენაგე).

სატურნირო მდგომარეობა
12-0: კოტოშოგიკუ (ოძეკი)
11-1: ჰაკუჰო (იოკოძუნა)
10-2: ჰარუმაფუჯი (იოკოძუნა), ტოიონოშიმა (მაეგაშირა 7)... 6-6: გაგამარუ (მ 9)... 5-7: ტოჩინოშინი (კომუსუბი).

XIII დღე (მნიშვნ. წყვილები): ჰარუმაფუჯი-კისენოსატო, ჰაკუჰო-კაკურიუ, კოტოშოგიკუ-ტოიონოშიმა, გოეიდო-ტოჩიოძანი, ტოჩინოშინი-კაისეი, გაგამარუ-ტაკეკაძე.