ლევან გორგაძის და თეიმურაზ ჯუღელის უიღბლო დღე ბაშოზე

AutoSharing Option
ოსაკაში გაზაფხულის ბაშოს ორი მესამედი მიილია. ეს დღე უიღბლო გამოდგა ქართველი სუმოისტებისათვის: ლევან გორგაძეს (ტოჩინოშინი) ტურნირის განმავლობაში პირველად აღარ აქვს დადებითი ბალანსი, ხოლო თეიმურაზ ჯუღელმა (გაგამარუ) 7-მატჩიანი მოგებათა სერია შეწყვიტა.

ტოჩინოშინი კომუსუბის რანგის მიოგირიუს შეხვდა და ოშიდაშით დამარცხდა. ჩვენებურს 5-5 ბალანსი აქვს და ახლა ჩემპიონ კოტოშოგიკუს შეხვდება. ამ მეტოქეს ტოჩინოშინი 18-ჯერ შეხვდა და მხოლოდ ოთხჯერ მოუგო.

გაგამარუს რომ ემარჯვა, ბაშოს დასრულებამდე ხუთი დღით ადრე გაინაღდებდა დადებით ბალანსს, მაგრამ ის ჩიოოტორისთან დამარცხდა. ჩვენებურს 7-3 ბალანსი აქვს და ოსუნაარაშის ხვდება.

X დღე
(მნიშვნელოვანი ბრძოლები): ჰარუმაფუჯი-კაისეი (შიტატენაგე), ჰაკუჰო-ტაკეკაძე (ოშიდაში), კისენოსატო-გოეიდო (იორიკირი), ტერუნოფიჯი-კოტოშოგიკუ (ოშიდაში), მიოგირიუ-ტოჩინოშინი (ოშიდაში), ჩიოოტორი-გაგამარუ (შიტატენაგე).

სატურნირო მდგომარეობა
10-0: ჰაკუჰო (იოკოძუნა)
9-1: ტერუნოფუჯი (სეკივაკე)... 7-3: გაგამარუ (მ 15)... 5-5: ტოჩინოშინი (მ 4).

XI დღე (მნიშვნელოვანი წყვილები): ჰაკუჰო-გოეიდო, ჰარუმაფუჯი-მიოგირიუ, ტოჩინოშინი- კოტოშოგიკუ, კისენოსატო- ტოიონოშიმა, ტერუნოფუჯი-კაისეი, გაგამარუ-ოსუნაარაში
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული