ლევან გორგაძის პირველი მარცხი და თეიმურაზ ჯუღელის პირველი მოგება

AutoSharing Option
ქალაქ ოსაკაში გრძელდება გაზაფხულის ბაშო, რომლის ელიტაში ერთბაშად ორი ქართველი სუმოისტი ჭიდაობს: მე-4 მაეგაშირა ტოჩინოშინი (ლევან გორგაძე) და მე-15 მაეგაშირა გაგამარუ (თეიმურაზ ჯუღელი).

პირველად დამარცხდა ტოჩინოშინი, რომელიც მატადორად წოდებულ ამინიშიკისთან ვერას გახდა. ლევანს 2-1 ბალანსი აქვს და მე-3 მაეგაშირა ტაკაიასუს ხვდება, რომელიც აქამდე მოუგებელია.

პირველი გამარჯვება მოიპოვა გაგამარუმ, ვინც მძლავრი ოშიდაშით დოჰიოდან სოკოკურაი გაიყვანა. ქართველის ახალი მეტოქე ჩიოტაირიუა, რომელიც ძიუდოს დივიზიონის პირველი ნომერია.

III დღე (მნიშვნელოვანი ბრძოლები): ჰაკუჰო-ტოჩიოძანი (ჰიკიოტოში), იჩინოჯო- ჰარუმაფუჯი (ოშიტაოში), გოეიდო-ოკინოუმი (შიტადედაშინაგე), კისენოსატო-სადანოუმი (იორიკირი), კოტოშოგიკუ-ტაკარაფუჯი (იორიკირი), ამინიშიკი- ტოჩინოშინი
(უვატენაგე), გაგამარუ-სოკოკურაი (ოშიდაში).

IV დღე (მნიშვნელოვანი წყვილები): ჰარუმაფუჯი- სადანოუმი, ჰაკუჰო- იჩინოჯო, კისენოსატო-ტაკარაფუჯი, კოტოშოგიკუ-მიოგირიუ, გოეიდო- ტოჩიოძანი, ტოჩინოშინი-ტაკაიასუ, გაგამარუ-ჩიოტაირიუ.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული