მარტის ბაშოზე სუმოს ელიტაში ორი ქართველი იჭიდავებს

AutoSharing Option
ტოკიოში დასრულდა წლის პირველი ბაშო, რომელიც დიდმა ჩემპიონმა ჰაკუჰომ 15-0 ბალანსით მოიგო. მონღოლმა ახლოსაც კი არავინ გაიკარა და კარიერაში 33-ედ მოიგო იმპერატორის თასი და რეკორდსმენი გახდა.

ლევან გორგაძემ (ტოჩინოშინი) ბაშო უარყოფითი ბალანსით დაასრულა - 6-9. ის რეიტინგში მცირედით დაქვეითდება. შეგახსენებთ, რომ ახლა ტოჩინოშინი დასავლეთის პირველი მაეგაშირაა.

ცუდი ტურნირის მიუხედავად, მას ამ ბაშოზეც ჰქონდა გამონათებები: ასპარეზობის მე-5 დღეს ოძეკი გოეიდო დაამარცხა, ხოლო მე-11 დღეს სეკივაკე იჩინოჯო.

კარგი ამბავი კი ის არის, რომ მომავალი ბაშოდან ელიტაში ქართველთა რიცხვი ისევ გაიზრდება - თეიმურაზ
ჯუღელმა
(გაგამარუ) ძურიოს დივიზიონი 11-4 ბალანსით დაასრულა, მე-2 ადგილი დაიკავა და ელიტის საგზურიც გაინაღდა. მომდევნო ბაშო 8-22 მარტს ქალაქ ოსაკაში გაიმართება.

ტიტულები
იმპერატორის თასი: ჰაკუჰო (იოკოძუნა), 33-ედ
მებრძოლი სული: ტერუნოფუჯი (მაეგაშირა 2)
ტექნიკური რიკიში: არავის
დიდებული ასპარეზობა: არავის

საბოლოო მდგომარეობა
15-0: ჰაკუჰო (იოკოძუნა)
11-4: ჰარუმაფუჯი (იოკოძუნა), კისენოსატო (ოძეკი), ტოკუშორიუ (მაეგაშირა 16)
10-5: კაკურიუ (იოკოძუნა), ტამავაში (მ 9)...6-9: ტოჩინოშინი (მ 1).
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული