ლევან გორგაძე ბოლომდე იბრძვის

AutoSharing Option
ლევან გორგაძისთვის (ტოჩინოშინი) მორიგი მარცხი რეიტინგში დაქვეითების გარანტიაა. ასე რომ, თუკი ჩვენებურს წინსვლა სურს, დარჩენილი 4 ორთაბრძოლა უნდა მოიგოს.

მე-11 დღეს მან ძალიან სერიოზული მეტოქე, სეკივაკე იჩინოჯო დაამარცხა უჩიმუსოს ილეთით. ლევანს 4-7 ბალანსი აქვს და ახლა ბრაზილიელ კაისეის (4-7) ხვდება.

გაგამარუმ (თეიმურაზ ჯუღელი) უმაღლესი დივიზიონის წარმომადგენელ ჩიომარუსთან წააგო ჰიკიოტოშის ილეთით. ჩვენებურს 8-3 ბალანსი აქვს და დაიეიშოს (8-3) ეჭიდავება.

XI დღე (მნიშვნელოვანი ბრძოლები): კოტოშოგიკუ-კაკურიუ (იორიკირი), აოიამა-ჰარუმაფუჯი (ჰატაკიკომი), ჰაკუჰო-გოეიდო (ცუკიდაში), კისენოსატო-ამინიშიკი (ცუკიოტოში), ტოჩინოშინი-იჩინოჯო (უჩიმუსო).

სატურნირო მდგომარეობა
11-0: ჰაკუჰო (იოკოძუნა)
9-2: ჰარუმაფუჯი (იოკოძუნა),
კისენოსატო (ოძეკი)... 4-7: ტოჩინოშინი (მაეგაშირა 1).

XII დღე (მნიშვნელოვანი წყვილები): ჰარუმაფუჯი-იჩინოჯო, ჰაკუჰო-კოტოშოგიკუ, კაკურიუ-გოეიდო, კისენოსატო-ტოიონოშიმა, ტოჩინოშინი-კაისეი.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული