ნაგოიას ბაშო. 9-23 ივლისი: ტოჩინოშინის მოულოდნელი მარცხი

AutoSharing Option
აიჩის პრეფექტურაში წლის მეოთხე ბაშოს მესამედი გაილია - მე-2 მაეგაშირა ტოჩინოშინს (ლევან გორგაძე) 2-3 ბალანსი აქვს, ხოლო მე-16 მაეგაშირა გაგამარუს (თეიმურაზ ჯუღელი) - 1-4.

ლევან გორგაძეს ურამ მოუგო საკმაოდ ლამაზი ილეთით (აშიტორი). ახლა ჩვენებური ოძეკის რანგის სუმოისტი ტაკაიასუა (6:7 ურთიერთშეხვედრებში).

თეიმურაზ ჯუღელმა ბრაზილიელ კაისეისთან წააგო და ახლა სოკოკურაის ხვდება.

V დღე (მნიშვნელოვანი ბრძოლები): ჰაკუჰო-იოშიკაძე (ოკურიდაში), ჰარუმაფუჯი-ჰოკუტოფუჯი (სუკუინაგე), იკიოი-კისენოსატო (კოტენაგე), გოეიდო-შოდაი (იორიტაოში), ტაკაიასუ-ტაკაკეიშო (ცუკიოტოში), კოტოშოგიკუ-ტერუნოფუჯი (იორიკირი), ურა-ტოჩინოშინი (აშიტორი), კაისეი-გაგამარუ (უვატენაგე).

სატურნირო მდგომარეობა
5-0: ჰაკუჰო (იოკოძუნა), აოიამა (მაეგაშირა 8)... 2-3: ტოჩინოშინი (მ
2)... 1-4: გაგამარუ (მ 16).

VI დღე (მნიშვნელოვანი წყვილები): ჰარუმაფუჯი-იკიოი, კისენოსატო-კოტოშოგიკუ, ჰაკუჰო-ჰოკუტოფუჯი, ტოჩინოშინი-ტაკაიასუ, ტერუნოფუჯი-შოდაი, გოეიდო-ტამავაში, გაგამარუ-სოკოკურაი.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული