ნაგოიას ბაშო. 9-23 ივლისი: ქართველთა მარცხი და გამარჯვება

AutoSharing Option
აღმოსავლეთის მე-2 მაეგაშირა ტოჩინოშინი (ლევან გორგაძე) ნაგოიას ბაშოს მე-4 დღეს დიდ ჩემპიონ ჰარუმაფუჯისთან დამარცხდა. ჩვენებურს 2-2 ბალანსი აქვს და ახლა მე-4 მაეგაშირა ურას ხვდება, რომელსაც მხოლოდ ერთხელ შეხვდა და დაამარცხა.

ბაშოზე პირველად იმარჯვა მე-16 მაეგაშირა გაგამარუმ, რომელმაც ჰატაკიკომით დაამარცხა კოტოიუკი. გაგამარუს 1-3 ბალანსი აქვს და ძურიოს პირველ ნომერ კაისეის ხვდება.

IV დღე (მნიშვნელოვანი ბრძოლები): იოშიკაძე-კაკურიუ (უბრძოლველად), ჰაკუჰო-ტაკაკეიშო (იორიკირი), ჰარუმაფუჯი-ტოჩინოშინი (უვატედაშინაგე), კისენოსატო-შოდაი (იორიკირი), ჰოკუტოფუჯი-ტერუნოფუჯი (იორიკირი), გოეიდო-იკიოი (იორიკირი), ტაკაიასუ-მიტაკეუმი (ცუკიდაში), გაგამარუ-კოტოიუკი (ჰატაკიკომი).

V დღე (მნიშვნელოვანი წყვილები): ჰაკუჰო-იოშიკაძე, ჰარუმაფუჯი-ჰოკუტოფუჯი, კისენოსატო-იკიოი, გოეიდო-შოდაი, ტაკაიასუ-ტაკაკეიშო, ტერუნოფუჯი-კოტოშოგიკუ,
ტოჩინოშინი-ურა, გაგამარუ-კაისეი.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული