სუმო. ნაცუ ბაშო. 14-28 მაისი: ორი გამარჯვება ტოკიოში

AutoSharing Option
მე-10 მაეგაშირა ტოჩინოშინს (ლევან გორგაძე) "ზაფხულის ბაშოზე" კარგი სტარტი გამოუვიდა, მას 3-1 ბალანსი აქვს. ტოჩინოშინმა ამჯერად, ურას აჯობა კოტენაგეს ილეთით. ჩვენებურის მორიგი მეტოქე ჩინელი სუმოისტი სოკოკურაი იქნება.

ძურიოს დივიზიონში იმარჯვა რეიტინგში მესამე ნომერმა გაგამარუმ (თეიმურაზ ჯუღელი), ვინც ძურიოს პირველ ნომერ ოსუნაარაშის მძლავრი ოშიდაშით აჯობა. გაგამარუს 3-1 ბალანსი აქვს და ახლა ძურიოს კიდევ ერთ პირველ ნომერს, სადანოუმის ხვდება.

IV დღე (მნიშვნელოვანი ბრძოლები): ჰაკუჰო-ოკინოუმი (იორიკირი), ენდო-კისენოსატო (ოშიდაში), იოშიკაძე-კაკურიუ (ოშიდაში), ჰარუმაფუჯი-ჩიონოკუნი (ოშიდაში), გოეიდო-დაიეიშო (იორიკირი), ტერუნოფუჯი-ჩიოშომა (სუკუინაგე), ტოჩინოშინი-ურა (კოტენაგე).

V დღე (მნიშვნელოვანი წყვილები): კისენოსატო-ჩიოშომა,
კაკურიუ-ოკინოუმი, ჰარუმაფუჯი-დაიეშო, ჰაკუჰო-მიტაკეუმი, ტერუნოფუჯი-კოტოშოგიკუ, გოეიდო-ჩიონოკუნი, ტოჩინოშინი-სოკოკურაი.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული