თეიმურაზ ჯუღელმა ჰარუ ბაშოზე ბალანსი გამოასწორა

AutoSharing Option
ჰარუ ბაშოს ორი მესამედი მიილია და სუმოს ელიტის ერთადერთი ქართველი ლევან გორგაძე (ტოჩინოშინი) რთულ სიტუაციაშია, დარჩენილ 5 ორთაბრძოლაში მხოლოდ ერთი მარცხის უფლებაღა დარჩა, თუ არ სურს, რომ კიდევ დაქვეითდეს რეიტინგში (ახლა მე-10 მაეგაშირაა).

ტოჩინოშინმა (4-6) იორიკირის ილეთით დათმო კიოკუშუჰოსთან და ახლა მე-6 მაეგაშირა იჩინოჯოს ხვდება.

ძურიოს დივიზიონიდან ელიტაში დაბრუნებისთვის იბრძვის თეიმურაზ ჯუღელი (გაგამარუ). მან მძლავრი ოშიდაშით დაამარცხა კიოკუტაისეი და 5-5 ბალანსი გაუხდა. გაგამარუს მორიგი მეტოქე ეგვიპტელი ოსუნაარაშია.

X დღე (მნიშვნელოვანი ბრძოლები): ჰარუმაფუჯი-ენდო (ჰატაკიკომი), კისენოსატო-ტამავაში (იორიკირი), იოშიკაძე-კაკურიუ (იორიკირი), ტერუნოფუჯი-შოდაი (უვატენაგე), კიოკუშუჰო-ტოჩინოშინი
(იორიკირი).

სატურნირო მდგომარეობა
10-0: კისენოსატო (იოკოძუნა), ტაკაიასუ (სეკივაკე);
9-1: ტერუნოფუჯი (ოძეკი), ტოჩიოძანი (მაეგაშირა 10)... 4-6: ტოჩინოშინი (მ 10).

XI დღე (მნიშვნელოვანი წყვილები): კისენოსატო-იოშიკაძე, კაკურიუ-ტაკაიასუ, ჰარუმაფუჯი-მიტაკეუმი, ტერუნოფუჯი-არავაში, ტოჩინოშინი-იჩინოჯო.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული