სუმო. ჰარუ ბაშო. ოსაკა. 12-26 მარტი: ქართველთა ორი მარცხი

AutoSharing Option
ოსაკაში ჰარუ ბაშოს მეორე დღე წარუმატებელი გამოდგა ქართველი სუმოისტებისთვის. მე-10 მაეგაშირა ლევან გორგაძემ (ტოჩინოშინი) მე-11 მაეგაშირა იშიურასთან წააგო ორთაბრძოლა და ახლა 0-2 ბალანსი აქვს.

ტოჩინოშინის მომდევნო მეტოქე მე-12 მაეგაშირა სადანოუმია (3:2 ურთიერთშეხვედრებში).

წააგო ძურიოს დივიზიონის მე-2 ნომერმა გაგამარუმაც (თეიმურაზ ჯუღელი), მან ძურიოს პირველ ნომერ ჩიოოტორისთან დათმო. ახლა გაგამარუ ერთი დღით უმაღლეს დივიზიონში იჭიდავებს, მისი მეტოქე მე-15 მაეგაშირა ჩიოო იქნება (4:1 ურთიერთშეხვედრები).

II დღე (მნიშვნელოვანი ბრძოლები): კაკურიუ-ტაკეკაძე (იორიკირი), ჰარუმაფუჯი-იკიოი (ჰატაკიკომი), კისენოსატო-შოდაი (ოშიდაში), ჰაკუჰო-სოკოკურაი (იორიკირი), ტერუნოფუჯი-ტამავაში (ოშიდაში), ტაკაიასუ-გოეიდო (ჰატაკიკომი), იშიურა-ტოჩინოშინი (ოკურიდაში).

III
დღე
(მნიშვნელოვანი წყვილები): ჰარუმაფუჯი-სოკოკურაი, კისენოსატო-ტაკანოივა, ჰაკუჰო-ტაკეკაძე, კაკურიუ-იკიოი, გოეიდო-შოდაი, ტერუნოფუჯი-შოჰოზანი, ტოჩინოშინი-სადანოუმი, გაგამარუ-ჩიოო.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული