ჰაცუ ბაშო. 8-22 იანვარი: გაგამარუმ აღარ უნდა წააგოს

AutoSharing Option
ახალი წლის ბაშოზე დარჩენილ ერთადერთ ქართველს, მე-13 მაეგაშირა გაგამარუს (თეიმურაზ ჯუღელი) წაგების უფლება აღარ რჩება. მან კაგაიაისთან დათმო ორთაბრძოლა და ბაშოს ორი მესამედის შემდეგ 3-7 ბალანსი გაუხდა. ახლა, თუ მას რეიტინგში დაქვეითება არ სურს, დარჩენილი ხუთივე ორთაბრძოლა მოსაგები აქვს.

გაგამარუს უახლოესი მეტოქე კი მე-7 მაეგაშირა მიოგირიუა (1:8 ურთიერთშეხვედრებში).

X დღე (მნიშვნელოვანი ბრძოლები): ჰაკუჰო-იკიოი (ცუკიოტოში), ტამავაში-კაკურიუ (ცუკიდაში), გოეიდო-კოტოშოგიკუ (კატასუკაში), კისენოსატო-ტერუნოფუჯი (იორიკირი), კაგაიაკი-გაგამარუ (იორიკირი).

სატურნირო მდგომარეობა
9-1: კისენოსატო (ოძეკი);
8-2: ჰაკუჰო (იოკოძუნა), ტაკანოივა (მაეგაშირა 10), სოკოკურაი (მ 10), იჩინოჯო (მ 13)... 3-7:
გაგამარუ (მ 13)... 0-6-4: ტოჩინოშინი (კომუსუბი).

XI დღე (მნიშვნელოვანი წყვილები): კაკურიუ-კოტოშოგიკუ, ჰაკუჰო-ტერუნოფუჯი, კისენოსატო-ენდო, გოეიდო-იკიოი, გაგამარუ-მიოგირიუ.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული