სამბო. მსოფლიოს ჩემპიონატი: პაატა ღვინიაშვილი ჩემპიონია, ნინო ოძელაშვილი - ბრინჯაოს პრიზიორი

AutoSharing Option
11 ნოემბერს, სოფიაში დაწყებულ მსოფლიო ჩემპიონატზე სამბოში პაატა ღვინიაშვილმა (90 კგ) ოქროს მედალი მოიპოვა, ქალთა შეჯიბრში ბრინჯაოს პრიზიორი ნინო ოძელაშვილი (72) გახდა.

ღვინიაშვილმა გადამწყვეტ შეხვედრაში რუს სერგეი რიაბოვს აჯობა. ნინო ქვეჯგუფში უკრაინელ მსოფლიოს ჩემპიონთან ნატალია სმალთან დამარცხდა, რომელმაც შემდეგ ფინალშიც მიაღწია წარმატებას.

"დიდი სიხარული მოჰგვარა სამბოს ქართველ ქომაგებს საქართველოს ნაკრების წევრმა, ქარელელმა პაატა ღვინიაშვილმა, რომელმაც სოფიაში მიმდინარე მსოფლიოს პირველობაზე ყველა შეხვედრა აღმავლობით ჩაატარა და დამაჯერებლად მოიპოვა გამარჯვება. არის მსოფლიოს ჩემპიონის ოქროს მედალი!“, - აცხადებენ საქართველოს სამბოს ეროვნულ ფედერაციაში.

სოფია მსოფლიოს
ჩემპიონატს 11-13 ნოემბერს მასპინძლობს.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული