სამბო ოლიმპიურ ოჯახში?

AutoSharing Option
საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის, ევროპის ოლიმპიური კომიტეტის და სამბოს საერთაშორისო ფედერაციის ხელმძღვანელთა სამუშაო შეხვედრა მიუძღვნა სპორტის ამ სახეობის ოლიმპიურ მომავალს.

შეხვედრაზე საერთაშორისო ოლიმპიურ კომიტეტის სპორტულმა დირექტორმა კრისტოფ დუბმა ისაუბრა სამბოს მზარდ პოპულარობაზე, რომ გაიზარდა მონაწილეთა გეოგრაფია საერთაშორისო შეჯიბრებებზე.

აღნიშნა ისიც, რომ საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის წევრობისთვის კარი ყველასთვის ღიაა, მათ შორის სამბოსთვის.

"ჩვენ ვუცდით მხოლოდ ზოგიერთ ცვლილებებს სამბოს სტრუქტურებში, რომელიც მიიყვანს ამ სახეობას იმ დონემდე, რომელიც შეესაბამება სოკ-ის მოთხოვნებს. ამის შემდეგ აღიარებაც აღარ დაყოვნდება", - განაცხადა დუბმა.

ცვლილებები, რომელსაც სოკ-ი ელოდება სამბოს
საერთაშორისო ფედერაციისგან (ფიას), უპირველეს ყოვლისა, ეს არის ფიას აღმასრულებელ კომიტეტში რუსეთის ფედერაცის წარმომადგენლობის შემცირება, მმართველ ორგანოში კი ჩართულნი უნდა იყვნენ სპორტსმენი სამბისტებიც.

სოკი ფიას-გან მოითხოვს აგრეთვე უფრო მჭიდრო თანამშრომლობას მონათესავე - ძიუდოს და გაერთიანებული ჭიდაობის (თავისუფალი, ბერძნულ-რომაული) საერთაშორისო ფედერაციებთან.
უახლოეს ხანში სამბოს საერთაშორისო ფედერაცია სოკ-ს წარუდგენს სამუშაო ანგარიშს.

შემოდგომაზე კი სამბოს საიუბილეო დღეებში (75 წელი უსრულდება), სანკტ-პეტერბურგის მსოფლიოს ჩემპიონატის წინ, კონგრესზე, ვფიქრობთ, ძირეული ცვლილებებიც განხორციელდება ფიას-ის სტრუქტურებში.

გაბრიელ ბარჯაძე
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული