ქართველ ჭაბუკ სამბისტებს ტიტულის დაცვა მოუწევთ

AutoSharing Option
შარშან სამბოს ისტორიაში პირველად ჩატარდა ევროპის პირველობა უმცროსი ასაკის ჭაბუკებს, ე.წ. კადეტებს შორის.

ესტონეთის დედაქალაქში 2012 წელს ნორჩმა ქართველმა სამბისტებმა ყველაზე მეტი მედალი და გუნდურ ასპარეზობაშიც პირველობა მოიპოვეს.

კონტინენტის წლევანდელ, რიგით მეორე პირველობას რიგა (ლატვია) უმასპინძლებს - სექტემბრის შუა რიცხვებში.

1997-98 წლებში დაბადებული 240 სამბისტი დიღომში პაექრობდა საქართველოს 2013 წლის პირველობაზე, რომელიც ამავდროულად, ევროპისთვის შესარჩევი შეჯიბრება იყო, ვინაიდან სექტემბრამდე ჩვენს სპორტსმენებს სხვა შეჯიბრება არ აქვთ.

შარშანდელი ევროპის პირველობის გამარჯვებულებისგან წლეულს საქართველოს პირველობაზე კვლავ შემართებით იბრძოდა ქუთაისელი ჯაბა ქურდიანი (55 კგ),
რომელმაც უძლიერესის სახელი შეინარჩუნა და კონტინენტის მეორე პირველობაზე მოუწევს გამოსვლა.

ევროპის პირველობის გამარჯვებულ გუნდს წლეულს ტიტულის დაცვის დიდი პასუხისმგებლობა ეკისრება.

ამიტომ მომზადებაც სათანადო სჭირდებათ. სასურველია, კადეტთა ნაკრებმა ერთი საწვრთნელ-მოსამზადებელი შეკრების გავლა მაინც შეძლოს რიგაში გასამართი ევროპის მეორე პირველობის წინ.

კვარცხლბეკი

42 კგ. 1. გიორგი ნიაზაშვილი (თბილისი), 2. ვაჟა ბუბუნაური (კახეთი), 3. ლაშა გირგვლიანი (ქვ. ქართლი), 3. ჯაბა პაპინაშვილი (შიდა ქართლი).
46 კგ. 1. ვახტანგ მეტივიშვილი (შიდა ქართლი), 2. ირაკლი ხერგიანი (თბილისი), 3. უშანგი ქიტესაშვილი, 3. ამირან დარბაისელი (ორივე - კახეთი).
50 კგ. 1. ვანო ხუბაშვილი, 2. თენგიზ ჩიტაური (ორივე - მცხეთა-მთიანეთი), 3. ლუკა მეგრელი, 3. გიორგი ნაროუშვილი (ორივე - იმერეთი).
55 კგ. 1. ჯაბა ქურდიანი (იმერეთი), 2. ნიკა ყუშიტაშვილი (კახეთი), 3. ილო მიშელაშვილი (თბილისი), 3. ნიკა კაკაშვილი (შიდა ქართლი).
60 კგ. 1. ბექა ტერტერაშვილი (კახეთი), 2. ირაკლი ლიპარტელიანი (თბილისი), 3. ნიკა ბურდული (კახეთი), 3. მათე სურმავა (თბილისი).
66 კგ. 1. ბექა უდესიანი, 2. ლაშა დუდაშვილი (ორივე - თბილისი), 3. დიმიტრი ლაბაძე (რაჭა-ლეჩხუმი ქვემო სვანეთი), 3. ნიკა ლაბაძე (კახეთი).
72 კგ. 1. გოგა ქევხიშვილი, 2. ზაქრო წიკლაური (ორივე - კახეთი), 3. გიგა გიგაური, 3 ალექსი ქიტიაშვილი (ორივე - ქვ. ქართლი).
78 კგ. 1. გიორგი მულაძე, 2. ნიკა სიდამონიძე (ორივე - შიდა ქართლი), 3. შალვა ხვთისიაშვილი, 3. ზაურ კენჭაძე (ორივე - თბილისი).
84 კგ. 1. დავით იმერლიშვილი (შიდა ქართლი), 2. ოთარ გოგისვანიძე (იმერეთი), 3. ლილე დევდარიანი (ქვ. ქართლი), 3. გიორგი პოლიტაშვილი (შიდა ქართლი).
+84 კგ. 1. დავით რაზმაძე (კახეთი), 2. ჯემალ მაისურაძე, 3. ჯაბა ონიანი (ორივე - სამეგრელო-ზემო სვანეთი), 3. თედო წოწინაშვილი (მცხეთა-მთიანეთი).

გაბრიელ ბარჯაძე

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული