ქართველი სამბისტები იტალიაში იასპარეზებენ

AutoSharing Option
18 მაისს იტალიურ კრემაში სამბისტთა ევროპის ჩემპიონატი იწყება, რომელშიც საქართველოდან ვაჟებთან ერთად ქალებიც იასპარეზებენ.

ოღონდ ბიჭები თუ სრული გუნდით გამოვლენ, ქალებში მხოლოდ ორი მონაწილე გვეყოლება - შორენა შარაძე (64) და ირინა ლეონიძე (80).

დღეს გივი ნადარეიშვილი (52), ლევან ნახუცრიშვილი (68) და პაატა ღვინიაშვილი (90) იჭიდავებენ, ხვალ - ვახტანგ ჩიდრაშვილი (57), კახა მამულაშვილი (74), ლაშა გურული (100), შარაძე და ლეონიძე. ტურნირი 20 მაისს დასრულდება, როცა ჩვენებურთაგან საჭიდაოდ ლევან ნახუცრიშვილი (62), ნიკოლოზ კუცია (82) და ნოდარ მეტრეველი (+100) გავლენ.

აქვე შეგახსენებთ ევროპის
შარშანდელ პირველობაზე ჩვენებურთა მიღწევას - 2-2 ოქრო-ბრინჯაო და 4 ვერცხლი.

აქედან ქალთა გუნდზე თითო ვერცხლ-ბრინჯაო მოდიოდა. მაშინ კონტინენტის ჩემპიონები უშანგი კუზანაშვილი (57) და მეტრეველი გახდნენ, ლეონიძე, ჩირგაძე, ნახუცრიშვილი და ბექა ბერულავა (74) მეორეზე გავიდნენ, შარაძემ და მირიან პავლიაშვილმა (100) კი ბრინჯაოს მედლები დაისაკუთრეს.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული