ახალგაზრდა ქართველმა სამბისტებმა ევროპის ჩემპიონატზე 18 მედალი მოიპოვეს

AutoSharing Option
ვაკეში, სამბოს ცენტრალურ დარბაზში, ჟურნალისტები შეხვდნენ კვიპროსიდან დაბრუნებულ გამარჯვებულ ჭაბუკ და ახალგაზრდა სამბისტებს. ევროპის 2013 წლის პირველობაზე ახალგაზრდებმა გუნდური პირველი, ჭაბუკებმა კი მეორე ადგილი მოიპოვეს.

6 ოქრო, 2 ვერცხლი და 10 ბრინჯაოს მედალი - ასეთია ორივე ასაკობრივი ნაკრების მონაგარი.

სამბისტებთან შეხვედრას ესწრებოდა საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს მასობრივი სპორტისა და ღონისძიებების სამმართველოს უფროსი ვლადიმერ ნუცუბიძე.

კვიპროსში, ქ. ლიმასოლში, 20 ქვეყნის ნაკრები იბრძოდა გამარჯვებისათვის. ხმელთაშუა ზღვის ამ კუნძულზე პირველად გაიმართა სამბისტთა საერთაშორისო შეჯიბრება.

საქართველოს ჭაბუკთა და ახალგაზრდა სამბისტთა ნაკრების წევრები
საწვრთნელ შეკრებებზე საუცხოოდ მოემზადნენ და შედეგმაც არ დააყოვნა.

შემოდგომაზე, ოქტომბრის შუა რიცხვებში, ორივე ნაკრები გუნდი საბერძნეთში (ქ. სალონიკი) მსოფლიოს პირველობაზე იასპარეზებს.

ჩვენების მთავარი მეტოქეები იქ, როგორც ყოველთვის, რუსეთის, ბელორუსის და უკრაინის სამბისტები იქნებიან, თუმცა ჩვენი მეტოქეების რიგებში არიან მოჭიდავეები, რომლებიც გამოდიან სამბოში ძიუდოში და ეროვნული ტრადიციული ჭიდაობის სახეობებში ისე, როგორც ჩვენები და ეს არის ჩვეულებრივი მოვლენა.

ერთი სიტყვით, ჩვენი სამბისტები ნებისმიერ საერთაშორისო მასშტაბის შეჯიბრებებზე ერთ-ერთი ფავორიტები არიან.

გაბრიელ ბარჯაძე

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული