გაგამარუ წლის მესამე სუპერტურნირს ჩემპიონებით იწყებს

AutoSharing Option
6 მაისს ტოკიოში იწყება წლის მესამე სუპერტურნირი მაისის ბაშო. 4 მაისს გამოქვეყნდა პირველი ორი დღის განრიგი და შევიტყვეთ ჩვენებურთა მეტოქეების ვინაობა.

დასავლეთის მე-2 მაეგაშირა გაგამარუ (თეიმურაზ ჯუღელი) ჩემპიონის რანგში დებიუტანტ კაკურიუს ხვდება. სხვათა შორის, ტურნირის წინ ეს ორი სუმოისტი ერთმანეთში სპარინგებით ემზადებოდა შეჯიბრისთვის. 22 დაპირისპირებიდან 19 იაპონელმა მოიგო. მოკლედ, კაკურიუ 6 მაისსაც აშკარა ფავორიტია.

აღმოსავლეთის მე-8 მაეგაშირა ტოჩინოშინი (ლევან გორგაძე) მონღოლ ვეტერან კიოკუტენჰოს (მე-7 მაეგაშირა) დაუპირისპირდება. ბაშოს მეორე დღეს გაგამარუ მონღოლ ოძეკის, ჰარუმაფუჯის ხვდება, ტოჩინოშინი კი - მე-10 მაეგაშირა ჩიოტაირიუს,
ვინც ელიტის დებიუტანტია.

მეორე დივიზიონ ძურიოში მე-11 ნომერი კოკაი (ლევან ცაგურია) ძურიოს მე-12 ნომერ მასაკაზეს დაეჭიდება.

შეგახსენებთ, რომ უარყოფითი ბალანსის შემთხვევაში კოკაი ამ დივიზიონიდანაც გავარდება და, სავარაუდოდ, კარიერის დასრულებაც მოუწევს.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 1 /
ეს სტატია სუმოს განყოფილებაში უნდა იყოს და არა სამბოს!
juryo
15:54 10-05-2012
0

სიახლეები პოპულარული