ქართველი სამბისტები გაზაფხულზე რუმინეთში, შემოდგომაზე - ბულგარეთში

AutoSharing Option
სამბოს საერთაშორისო სამოყვარულო ფედერაცია (FIAS) ჭაბუკებისა და ახალგაზრდების ოფიციალურ შეჯიბრებებს ერთდროულად მართავს. ამავე წესით ჩატარდა საქართველოს პირველობაც.

წლეულს ჩვენს ჭაბუკ და ახალგაზრდა სამბისტებს სერიოზული გამოცდა ელით. 5-9 აპრილს დედაქალაქ ბუქარესტში (რუმინეთი) ევროპის, ხოლო შემოდგომაზე 11-15 ოქტომბერს სოფიაში (ბულგარეთი) მსოფლიოს პირველობა გაიმართება.

საქართველოს სამბოს ეროვნული ფედერაციის გადაწყვეტილებით ჩვენი ქვეყნის პირველობები წელიწადში ორჯერ ევროპისა და მსოფლიოს პირველობების წინ ჩატარდება.

საევროპოდ ნაკრების შესარჩევად საქართველოს პირველობის მონაწილე 340 ჭაბუკი და 136 ახალგაზრდა სამბისტი დიღომში - ძიუდოს სპორტკომპელქტში ასპარეზობდა.

ბუქარესტამდე ჩვენი გუნდები ერთ საწვრთნელ შეკრებას
გაივლიან.

კვარცხლბეკი
ჭაბუკები (1994-1995 წწ. დაბ.)
48 კგ. 1. ლერი ბედინაძე (აჭარა), 2. დავით კორტი (ქუთაისი-თერჯოლა), 3. ზურაბ როხვაძე (ვანი), 3. შალვა ხადილაშვილი (თელავი).
52 კგ. 1. იოსებ მელაძე (თბილისი), 2. იაკობ დიხამინჯია (ქუთაისი), 3. გიგა ბუკია (ფოთი), 3. დავით გუჯეჯიანი (გარდაბანი).
56 კგ. 1. მურზა გუჯეჯიანი (გარდაბანი), 2. სოლომონ თედიაშვილი (საგარეჯო), 3. ვარლამ შალიკაშვილი, 3. ლერი ჭელიძე (ორივე - ქუთაისი).
60 კგ. 1. ზაზა როსტომაშვილი (საგარეჯო), 2. ლევან თანიაშვილი, 3. სიმონ ღვაჩლიანი (ორივე - თბილისი), 3. გიგა ხორბალაძე (კასპი).
65 კგ. 1. ლევან კირკიტაშვილი (დედოფლისწყარო), 2. ცოტნე მელაშვილი (თბილისი), 3. ოთარ გაბუნია (ვანი), 3. ბყექა შერმადინი (გორი).
70 კგ. 1. ომარ ნიაზაშვილი (თბილისი), 2. ტარიელ ყვავილაშვილი (რუსთავი), 3. ცოტნე მეტრეველი (სამაჩაბლო), 4. ბექა ხამათაშვილი (თბილისი).
75 კგ. 1 მიხეილ მეზურნიშვილი (თბილისი), 2. უშანგი მარგიანი (სამტრედია), 3. თამაზ ონიანი (ქუთაისი), 3. გიორგი დარისპანაშვილი (საგარეჯო).
81 კგ. 1. ჯონი ჭითანავა (ზუგდიდი), 2. ილია ოქროპირიძე (გორი), 3. ზაურ მამარდაშვილი (საგარეჯო), 3. ნოდარ ბერიანი (ბოლნისი).
87 კგ. 1. ლაშა ტაველური (მცხეთა), 2. გოგიტა იათაშვილი (გარდაბანი), 3. ადამ ვარაზაშვილი (თბილისი), 3. უშანგი გასიტაშვილი (გორი).
+87 კგ. 1. გიორგი ლაზუაშვილი (ზესტაფონი), 2. გუგა კიბორძანიძე (ქუთაისი), 3. გიორგი თაყაძე (გორი), 3. ჯემალ დაბრუნდაშვილი (ქარელი).

ახალგაზრდები (1992-1993 წწ. დაბ.)
48 კგ. 1. ავთანდილ მზარეულაშვილი (თბილისი), 2. ლერი ჯიხვაშვილი (ქუთაისი-თერჯოლა), 3. ბერდია სვანიძე (ქუთაისი).
52 კგ. 1. ლევან ბერბერაშვილი (თიანეთი), 2. გივი ნადარეიშვილი (ფოთი), 3. ივანე გაჩეჩილაძე (ზესტაფონი), 3. გიორგი რაზმაძე (თელავი).
57 კგ. 1. გიორგი მესაბლიშვილი (ახმეტა), 2. აბესალომ ვაშაყმაძე (რუსთავი), 3. ნუკრი ღვინჯილია (ზუგდიდი), 3. თორნიკე მუზაშვილი (მცხეთა).
62 კგ. 1. შმაგი ლაგაზაური (ახმეტა), 2. ლაშა გიუნაშვილი (ქარელი), 3. გიორგი ტყემალაძე (ლაგოდეხი), 3. გიორგი ქოქაშვილი (გორი).
68 კგ. 1. ტრისტან ფეიქრიშვილი (კასპი), 2. ალექსანდრე ნანიევი (ლაგოდეხი), 3. გოჩა ვარძელაშვილი (გორი), 3. გიგა ბერიაშვილი (წყნეთი).
74 კგ. 1. მიხეილ ჩოხელი (დედოფლისწყარო), 2. ფრიდონ გიგანი (ბოლნისი), 3. ნიკა გოგინაშვილი, 3. ლევან დავითაშვილი (ორივე - გორი).
82 კგ. 1. ამირან იანვარაშვილი (კასპი), 2. შალვა ნინიძე (თბილისი), 3. შმაგი შარიფაშვილი (კასპი), 3. დავით გაზდელიანი (თბილისი).
90 კგ. 1. ალექსანდრე მილდიანი (დმანისი), 2. ზურაბ ეპიტაშვილი (გარდაბანი), 3. ავთანდილ ბოგვერაძე (ქუთაისი), 3. დავით ხუციშვილი (ქარელი).
100 კგ. 1. თორნიკე ოთინაშვილი (თბილისი), 2. გიორგი ქავთარაძე (გარდაბანი), 3. ვახტანგ მაილაშვილი (ახმეტა), 3. გიორგი კალაძე (რუსთავი).
+100 კგ. 1. უშანგი კოკაური (გორი), 2. გიორგი ზაქარიაძე (სამტრედია), 3. ბექა ფოფხაძე (გორი), 3. ამბროსი კონკროშვილი (თბილისი).

გაბრიელ ბარჯაძე
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული