ქართველი სამბისტები ხუთი მედლით მინსკიდან

AutoSharing Option
მინსკში 23 თებერვალს დასრულდა სამბოში ბელარუსის "პრეზიდენტის თასზე" A კატეგორიის საერთაშორისო ტურნირი.

საქართველოს ნაკრებმა მწვრთნელების გიორგი ჩიტაშვილისა და კობა ედიშერაშვილის ხელმძღვანელობით თითო პირველი-მეორე და სამი მესამე ადგილი მოიპოვა.

საპატიო კვარცხლბეკის უმაღლეს საფეხურზე დადგა დავით კარბელაშვილი (90 კგ), მეორე იყო ნიკოლოზ კუცია (82), მესამე - გიორგი ბაინდურაშვილი (82), ლევან ნახუცრიშვილი (68) და ბესარიონ ბერულავა (74).

მინსკში სულ 13 სპორტსმენი გამოდიოდა. ეს ტურნირი შედიოდა 17-21 მაისს მინსკში გასამართ ევროპის ჩემპიონატისთვის მოსამზადებელ პროგრამაში.

გაბრიელ ბარჯაძე
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული